კომენტარი
ცოტა გაუგებარია, რატომ დაუკავშირა ეკა ბესელიამ თავისი გადადგომა ამ ყველაფერს - ირაკლი კობახიძე
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძისთვის გაუგებარია, რატომ დაუკავშირა ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობის თანამდებობიდან გადადგომა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხს.
როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მოსამართლეობის კანდიდატების საკითხზე პარტიის თავმჯდომარის მონაწილეობითაც გაიმართა შეხვედრა, სადაც ითქვა, რომ თითოეული კანდიდატი უნდა განხილულიყო ინდივიდუალურად, დეპუტატებს გადაწყვეტილების მიღების დროს საკუთარი რწმენით უნდა ემოქმედათ.
გარდა ამისა, თავადაც, როგორც პარლამენტის თავმჯდომარესაც უკვე გაკეთებული ჰქონდა განცხადება, რომ მოსამართლეების საკითხზე პარლამენტი მიმდინარე წელს აღარ იმსჯელებდა.
„ჩემთვის ცოტა გაუგებარია, ამ შემთხვევაში, ეკა ბესელიას განცხადების შინაარსი, რატომ დაუკავშირა მან თავისი გადადგომა ამ ყველაფერს. ანუ ლოგიკური საფუძველი აქ რეალურად არ ჩანს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, პარტიის თავმჯდომარემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ თუ კანონი არ ირღვეოდა, მიზანშეწონილად მიაჩნდა უზენაესი სასამართლოს შემადგენლობის შევსება.
„რაც შეეხება პროცედურას, იქ თავმჯდომარის პოზიცია იყო ის, რომ საჭიროა სწრაფი ცვლილებები უზენაეს სასამართლოში, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს სასამართლოში 28 მოსამართლიდან მხოლოდ 10 არის წარმოდგენილი. შესაბამისად, ეს ბუნებრივია, აფერხებს საქმეთა სრულ განხილვას უზენაეს სასამართლოში. აქედან გამომდინარე, პარტიის თავმჯდომარის პოზიცია მდგომარეობდა იმაში, რომ თუ კანონი არ ირღვეოდა, როგორც მოგეხსნებათ, კანონის დარღვევის პრობლემა არ იყო ამ პროცედურაში – თუ კანონი არ ირღვეოდა ამ შემთხვევაში, მას მიზანშეწონილად მიაჩნდა უზენაესი სასამართლოს შემადგენლობის შევსება.
რაც შეეხება უშუალოდ კანდიდატებს, თითოეული კანდიდატი უნდა განხილულიყო ინდივიდუალურად და დეპუტატებს გადაწყვეტილების მიღების დროს საკუთარი რწმენით უნდა ემოქმედათ. ეს იყო საერთო პოზიცია. მოგვიანებით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია ამ პროცედურასთან დაკავშირებით, კერძოდ, დაფიქსირდა პოზიცია, რომ შესაძლებლად მიაჩნდა იუსტიციის საბჭოს ამ პროცედურის გადატანა, მიუხედავად იმისა, რომ იყო ობიექტური პრობლემა უზენაეს სასამართლოში.
ჩემი მხრიდან პირადად, პარლამენტის ხელმძღვანელობის მხრიდან, რა თქმა უნდა, გაკეთდა განცხადება, რომ ჩვენ წელს აღარ ვიღებდით გადაწყვეტილებას, ვინ უნდა ყოფილიყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. შესაბამისად, ჩემთვის ცოტა გაუგებარია, ამ შემთხვევაში, ეკა ბესელიას განცხადების შინაარსი, რატომ დაუკავშირა მან თავისი გადადგომა ამ ყველაფერს. ანუ ლოგიკური საფუძველი აქ რეალურად არ ჩანს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


