კომენტარი
ცნობილ კრიმინალს, გიორგი (ჟორიკა) რურუას არ მივცემთ თბილისელებზე ძალადობის საშუალებას -ვახტანგ შაქარიშვილი
ცნობილ კრიმინალს, გიორგი (ჟორიკა) რურუას არ მივცემთ თბილისელებზე ძალადობის საშუალებას, როგორც ძალადობდა 90-იან წლებში და სააკაშვილის რეჟიმის დროს, - ასე ეხმაურება თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ შაქარიშვილი ერთ-ერთ ტელეკომპანიაში გასულ სიუჟეტს, სადაც კომპანია „იკონია კაპიტალის“ წარმომადგენელი სეტ ედვარტ ბლეი ჩარი მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობდა.
შაქარიშვილი კომპანიის წარმომადგენლის განცხადებას ბლეფს უწოდებს და აცხადებს, რომ აღნიშნული კომპანიის მიერ საქართველოში არც ერთი ლარის ინვესტიცია არ განხორციელებულა.
„გუშინ „რუსთავი 2“-ის ეთერში გავიდა სიუჟეტი, სადაც კომპანია „იკონია კაპიტალის“ წარმომადგენელი, სეტ ედვარტი თითქოსდა მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობდა. მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ ეს ისეთივე ტყუილი და ბლეფია, როგორიც ლეგენდა ამ ადამიანის ბიზნესმენობის შესახებ. მე ვარ არჩეული მაჟორიტარი. ვიცავ მოსახლეობის და ჩვენი ქალაქის ინტერესებს და ამას ვაკეთებ მხოლოდ სამართლებრივი გზებით. განსხვავებით იმ ადამიანებისგან, რომლებიც რეალურად ამ საქმის უკან დგანან. ეს გახლავთ გიორგი რურუა და მისი ბიზნესპარტნიორები. გიორგი (ჟორიკა) რურუა საჯაროდ აკეთებს შეურაცხმყოფელ და მუქარის შემცველ განცხადებებს ჩემს წინააღმდეგ და იქ მცხოვრები ადამიანების მისამართით.
90-იანი წლების კრიმინალები და სააკაშვილის ზონდერები კვლავ აგრძელებენ ძალადობას ადამიანებზე და ძალადობას ამ ქალაქზე. მათ სურთ, იპოდრომზე 25- სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, რომელიც ქალაქმშენებლობით და ქალაქგეგმარებით ყველა ძირითად პრინციპებს ეწინააღმდეგება. კორუფცია და კანონის გვერდის ავლა მათი სტილია. სავარაუდოდ, სამშენებლო ნებართვა, რომელიც სასამართლოს ორმა ინსტანციამ შეაჩერა, სწორედ ამ გზით მოიპოვეს.
მოვუწოდებთ, ამ ჯგუფს ნუ ატყუებენ საზოგადოებას და თავი დაანებონ ადგილობრივ მცხოვრებლებზე ზეწოლას. მე ყველა კანონიერი საშუალებით დავიცავ ჩემი ამომრჩევლის და ჩვენი ქალაქის ინტერესებს“ - განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.
ვახტანგ შაქარიშვილის ბრიფინგს ცინცაძის ქუჩის მცხოვრებლებიც ესწრებოდნენ. დღესვე შაქარიშვილმა მათთან შეხვედრა გამართა, რომელზეც აღნიშნულ მისამართზე შექმნილ ვითარებასა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


