კომენტარი
ცხადია, რომ აქციების უკან „ნაციონალური მოძრაობა“, შალვა ნათელაშვილი და პოლიტიკური ჯგუფი იდგნენ - ეკა ბესელია
პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების ორგანიზებას ეხებოდა, იმის დადასტურებას ნიშნავს, რაზეც საპარლამენტო უმრავლესობა თავიდანვე საუბრობდა.
როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ის ფიქრობს, რომ კითხვები მოხსნილია და აქციების უკან „ნაციონალური მოძრაობა“, შალვა ნათელაშვილი და სხვა რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი იდგნენ.
„ეს აღიარება ოპოზიციის მხრიდან ნიშნავს იმას, რასაც ჩვენ ვამბობდით. პირველივე დღიდან ეს ძალიან ნათლად ჩანდა და ჩვენც ამას მივუთითებდით, რომ სამწუხაროდ, ეს ტრაგედია „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიის მხრიდან და ნათელაშვილის თუ სხვა პარტიების მხრიდან, რომლებიც ამ ყველაფრის ორგანიზებას აკეთებდნენ, იყენებდნენ და ისინი ედგნენ სათავეში. ეს გუშინ პირდაპირ დაადასტურეს. არ ვიცი ბატონი ზაზა სარალიძე რატომ განაწყენდა მაშინ, როდესაც ჩვენ ვთქვით, რომ ამ ტრაგედიას იყენებდნენ ეს ადამიანები. ეს ღიად დაადასტურა გუშინ როგორც გვარამიამ, ასევე ნათელაშვილმა.
როდესაც ჩვენ ზუსტად ამას ვამბობდით, ძალიან ხელოვნურად ჩანდა საპირისპირო პოზიციის მტკიცება. გუშინდელი განცხადებების შემდეგ თუკი ვინმეს დარჩა კითხვა, ეს ასე იყო თუ არა, მგონი ეს კითხვები მოხსნილია და ცხადია, რომ ამ ყველაფრის უკან იდგა „ნაციონალური მოძრაობა“, მისი ტელევიზია „რუსთავი 2“, შალვა ნათელაშვილი და სხვა რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.
ცნობისათვის, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „რუსთავის 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციები ორგანიზებული იყო ოპოზიციური პარტიების მიერ.
მისი თქმით, ოპოზიციის ლიდერები ტრიბუნასთან გასაგები მიზეზების გამო არ ჩანდნენ, რადგან, როგორც ნათელაშვილი ამბობს, საქმე შვილმოკლულ მშობლებს ეხებოდა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


