კომენტარი
ცხადად ჩანს, რომ ბიზნესმენები ეძებენ გამოსავალს კრიმინალური გზებით, გარჩევებით - დავით ბეგიაშვილი
ტელეკომპანია ,,იბერიას“ თოქ-შოუ ,,ბიზნეს კოდი“ ალბატროსის დამფუძნებელს, დავით ბეგიაშვილს სკაიპით შვეიცარიაში დაუკავშირდა და მის კომპანიასთან დაკავშირებულ ბიზნეს დავაზე ესაუბრა.
ჩამორთმეული ქონების ნაწილი დავით ბეგიაშვილმა 2012 წელს მოსული ხელისუფლების მიერ გაცხადებული სამართლიანობის აღდგენის პირველი ტალღის ფარგლებში დაიბრუნა, მათ შორის თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კომპანია ,,ალბატროსის“ ფართში შესვლაც შეძლო, თუმცა 6 წლის შემდეგაც კი, დოკუმენტურად საკუთრების დაბრუნების გაფორმება არ მომხდარა.
დავით ბეგიაშვილის განცხადებით, მაღალჩინოსნების მიერ ბიზნესში ,,ჩაჯდომა“ და წილების გადანაწილება დღესაც გრძელდება.
,,ერთი თვის წინ შედგა პარლამენტში შეხვედრა პრემიერ-მინისტრის დეპუტატებთან და იქაც კი ითქვა, რომ პრემიერი პირადად დაინტერსდებოდა საკითხით. თანაც გვერდს ეკონომიკის მინისტრი უმშვენებდა და ითქვა, რომ გადაწყდებოდა ეს პრობლემა, რაც სამწუხაროდ, არ მომხდარა.
შექმნილი ვითარებიდანაც ცხადად ჩანს, რომ ბიზნესმენები ეძებენ გამოსავალს კრიმინალური გზებით, გარჩევებით. არ არიან დარწმუნებულები, რომ სამართალდამცავი ორგანოებისადმი მიმართვით რამეს მიაღწევენ ან სასამართლოს გზით. ამიტომ, როგორც ჩანს ერიდებიან ამ გზას და კრიმინალური მეთოდებით აგვარებენ საქმეებს. ამის ნათელი მაგალით იყო ჩემი მეგობრის, ბესო ხარძიანის მკვლელობა. გამოასალმეს სიცოცხლეს, პროკურატურამ გახსნილადაც კი გამოაცხადა ეს საქმე და ამით დამთავრდა ყველაფერი.
როგორც ჩანს, მოქმედი ხელისუფლება უარს არ ამბობს წინა ხელისუფლების მეთოდებზე; ხდება ბიზნეს სფეროების გადანაწილება და ეს შემთხვევებიც ამის დასტურია“, - აცხადებს დავით ბეგიაშვილი.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


