უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

16 დეკემბერი, 2016 13:40
font-size

წითელი ჯვარი: ალეპოდან ევაკუაციას ათობით ათასი ადამიანი ელოდება

სირიის ქალაქ ალეპოდან მეამბოხეთა და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება.

როგორც მედიას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენელმა განუცხადეს, გასული ღამის განმავლობაში,ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმი არ დარღვეულა. ორგანიზაციის მონაცემით, ქალაქის დატოვებას კიდევ ათი ათასობით ადამიანი ელოდება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილიდან 6 462 ადამიანია გაყვანილი, მათ შორის სამი ათასი მეამბოხე.

გაეროს შეფასებით კი, ქალაქის აღმოსავლეთ კვარტლებში ევაკუაციას 50 ათასამდე ადამიანი ელოდება.

სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ ასადმა მოსახლეობისადმი ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ალეპოდან მეამბოხეთა გაძევება „ისტორიული მოვლენაა“.

ამასთან, დასავლეთის ქვეყნები სირიის არმიას და მასთან ერთობლივად მოქმედ სამხედრო დაჯგუფებებს აკრიტიკებენ და აღნიშნავენ, რომ ქალაქში წინააღმდეგობის დასაძლევად სასტიკი მეთოდები იყო გამოყენებული, რამაც მშვიდობიან მოსახლეობაში მრავალი დაღუპვა გამოიწვია.

ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა კი, სირიის კონფლიქტში მონაწილე მხარეებზე დიპლომატიური წნეხის მოხდენაზე შეთანხმდნენ, იმისათვის რომ სირიაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისა და ალეპოდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შესაძლებლობა მოიპოვონ.

„სირიის რეჟიმისა და მისი მომხრეების, კერძოდ რუსეთისა და ირანის სისასტიკის წინაშე არც ისე ეფექტურები ვართ, როგორც შეიძლება გვსურდეს, მაგრამ ადამიანების ტანჯვაზე გულგრილები არ ვართ“,-აღნიშნა ევროკავშირის პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა კი განაცხადა, რომ სირიის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების საკითხში „არც ერთი ვარიანტის გამორიცხვა არ შეიძლება“.

გუშინ, სირიის ალეპოდან მეამბოხეთა და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის ოპერაცია დაიწყო.

აღმოსავლეთ ალეპო მეამბოხეთა კონტროლ ქვეშ ოთხი წლის განმავლობაში იმყოფებოდა.

სირიის მთავრობამ 13 დეკემბრეს განაცხადა, რომ ქალაქი სრულ კონტროლზე აიყვანა.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“

23 მარტი, 2026 , 10:42

ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. როგორც მედია იუწყება, დედაქალაქის სხვადასხვა ნაწილში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადე

სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი

12 მარტი, 2026 , 09:17

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ ომის დასრულების ერთადერთი გზა „ირანის ლეგიტიმური უფლებების“ აღიარებაა. „რუსეთისა და პაკისტანის ლიდერებთან საუბრისას მე კიდევ ერთხელ დავადასტურე ირანის ერ

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი

12 მარტი, 2026 , 09:09

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურის განადგურება ძალიან მოკლე დროში, დაახლოებით ერთ საათში, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. თეთრ სახლში ჟურნალისტ

ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი

10 მარტი, 2026 , 09:12

ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.   მისივე თქმით, გარდა ამი

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა

9 მარტი, 2026 , 09:24

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა იმ ფონზე, როცა ირანსა და აშშ-ისრაელს შორის ომის ესკალაცია ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვების ხანგრძლივი შეფერხების შიშს იწვევს, - ინფორმაციას BBC-ი&nb

ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს

9 მარტი, 2026 , 09:00

ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა მის შემცვლელად აირჩიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, 56 წლის მო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი