მსოფლიო
წინასაარჩევნო რეგისტრაციაში დონალდ ტრამპის სიძე ქალადაა მითითებული
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიძე და მისი უფროსი მრჩეველი ჯარედ კუშნერი ახალ სკანდალში გაეხვა. როგორც გამოცემა Wired წერს, კუშნერმა 2016 საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციის ფორმა შეავსო, რომლითაც ირკვევა, რომ ის ქალია.
ჯერჯერობით უცნობია, იყო თუ არა ეს უნებლიე შეცდომა, რადგან არც ჯარედ კუშნერს, არც ოფიციალურ უწყებებს ამაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
“ამერიკული ხიდის” წარმომადგენლის, ბრედ ბენუმის შეფასებით, კუშნერის ეს შეცდომა დიდ ეჭვებს ბადებს მის კომპეტენციაზე.
„კუშნერს არ შეუძლია ძირითადი დოკუმენტაციის შევსებაც, ამიტომ საკვირველია, რატომ ფიქრობენ, რომ ის როგორმე მშვიდობას მოიტანს ახლო აღმოსავლეთში“, -აღნიშნა ბენუმმა.
მისივე თქმით, მრავალი შეცდომის გამო კუშნერის ადგილზე სხვა სამსახურის გარეშე დარჩებოდა.
კუშნერს კიდევ ერთი გახმაურებული სკანდალი უკავშირდება. აშშ-ში გამოძიება მიმდინარეობს მისსა და რუსეთის შესაძლო კავშირზე წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


