კომენტარი
ცალკეული პარტიების არმონაწილეობა მეორე ტურში, ჩვენს კანდიდატებზე ზემოქმედებას ვერ მოახდენს - ირაკლი სესიაშვილი
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ უარი მეორე ტურებში მონაწილეობის მიღებაზე, „ქართული ოცნების“ კანდიდატებზე ზემოქმედებას ვერ მოახდენს.
ჟურნალისტებთან საუბარში სესიაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება მათი პოლიტიკური სტრატეგიის ნაწილია.
„ამ არჩევნებით ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ქვეყანაში შედგა თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები და ამან სტაბილური ხასიათი მიიღო. ეს არის ჩვენთვის ძალიან ღირებული. რაც შეეხება მეორე ტურში ცალკეული პარტიების არმონაწილეობას, ეს მათი პოლიტიკური სტრატეგიის ნაწილია და ჩვენზე, ჩვენს კანდიდატებზე, ან ჩვენს მიდგომაზე ზემოქმედებას ვერ მოახდენს“,- აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.
გუშინ, დაახლოებით 5-საათიანი მსჯელობის შემდეგ, „ნაცინალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქუთაისსა და მარტვილში ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა არ მიიღოს.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


