მსოფლიო
ცალკეული ჯიჰადისტის მხრიდან ევროპაში თავდასხმების განხორციელების ალბათობა ძალიან მაღალია - ევროპოლის ხელმძღვანელი
ევროპოლის ხელმძღვანელის, რობ უეინრაიტის თქმით, ევროპის ქვეყნების დაზვერვების თანამშრომლობამ მსხვილი ტერაქტების არიდების საშიშროება შეამცირა.
ამასთან, უეინრაიტმა BBC-თვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა,რომ ცალკეული ჯიჰადისტის მხრიდან თავდასხმების ალბათობა ძალიან მაღალია.
„საშიშროება, რომელსაც ისინი წარმოადგენენ, სხვადასხვა კომპონენტს შეიცვას და ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაცვლის მეშვეობით უნდა გავნსაზღვროთ, თუ ვინ შეიძლება წარმოადგენდეს სერიოზულ საშიშროებას“,-განაცხადა ევროპოლის ხელმძღვანელმა.
გუშინ ევროპოლმა მოხსენება გამოაქვეყნა რომელშიც „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების მხრიდან ტერორისტული თავდასხმების ალბათობის ზრდაზეა საუბარი.
ევროპის პოლიციის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ახლო აღმოსავლეთში პოზიციების დათმობის კვალდაკვალ, ISIS რიგებში მებრძოლი ევროპის ქვეყნების მოქალაქეები, სახლში დაბრუნებას ეცდებიან.
მოხსენების ავტორები მიიჩნევენ, რომ ჯიჰადისტთა ნაწილი, სავარაუდოდ, ევროპაში უკვე მოხვდა და შესაძლებელია მსგავსი თავდასხმები განახორციელონ.
თავდასხმების სავარაუდო სცენარი შეიძლება იყოს: დანაღმული ავტომობილების აფეთქება, გატაცებები და გამოძალვა.
ამასთან, ევროპოლის ექსპერტების აზრით, მსხვილი ობიექტების აფეთქება, როგორიც არის, მაგალითად ელექტროსადგურები - ნაკლებ სავარაუდოა.
მონიკა დავლიანიძე
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


