უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

24 თებერვალი, 2018 14:45
font-size

ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელი პოლ მანაფორტი უკრაინის ყოფილი პრორუსი პრეზიდენტის ლობირებისთვის ევროპელ პოლიტიკოსებს ფულს უხდიდა

2016 წლის დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელის პოლ მანაფორტის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

მანაფორტის ყოფილმა მრჩეველმა, რიჩარდ გეიტსმა ბრალი აღიარა ისეთ დანაშაულებში, როგორებიცაა უკანონო ფინანსური ოპერაციების განხორციელება, ლობისტური საქმიანობისას დარღვევები უკრაინის მთავრობისა და „რეგიონების პარტიის“ (უკრაინული პოლიტიკური პარტია, რომლის ლიდერიც 2010-2014 წლებში იყო ვიქტორ იანუკოვიჩი) სასარგებლოდ, ასევე გამოძიების ფედერალური ბიუროსთვის ცრუ ჩვენებების მიცემა. ჩვენებიდან ირკვევა, რომ გეითსი ამ ყველაფერს მანაფორტის მითითებით ასრულებდა.

ჩვენების თანახმად, 2008-2014 წლებში მისი თანამონაწილეობით მანაფორტმა მიიღო მილიონობით დოლარის ოდენობით გადარიცხვები, ისინი გადასახადების გადახდას თავს არიდებდნენ. გეითსი მანაფორტის თანხმობით ყალბ ფინანსურ ანგარიშებს წარმოადგენდა, რათა დაემალა ინფორმაცია მანაფორტის საბანკო ანგარიშების შესახებ.

გეითსმა მოჰყვა, რომ 2012 წელს მანაფორტმა ყოფილ წამყვან ევროპულ პოლიტიკოსებს ფარულად ფული გადაუხადა უკრაინის ყოფილი პრორუსულად განწყობილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ლობირებისთვის. საუბარია 2 მილიონ ევროზე.

გეითსის ჩვენების თანახმად, ის აშშ-სა და ორ ლობისტურ ფირმას შორის მუშაობას უწევდა კოორდინაციას. ისინი ცდილობდნენ გავლენა მოეხდინათ აშშ-ს კონგრესის წევრების აზრზე ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა: უკრაინაში არჩევნების კანონიერება და იანუკოვიჩის მიერ საპრეზიდენტო პოსტზე თავისი მოწინააღმდეგის იულია ტიმოშენკოს დაპატიმრების კანონიერება.

გეითსის ჩვენებიდან ირკვევა, რომ იანუკოვიცის „რეგიონების პარტიის“ ლობირების ერთ-ერთი მიზანი იყო უკრაინის ევროკავშირში შესვლა. ამასთანავე, გეიტსმა აღნიშნა, რომ მანაფორტი სამუშაოს შესახებ ინფორმაციას უშუალოდ იანუკოვიჩს ან მის გარემოცვას აწვდიდა.

ცნობისთვის, პოლ მანაფორტსა და რიკ გეითს ოფიციალურად წარუდგინეს ბრალი 12 მუხლში, მათ შორისაა შეთქმულება აშშ-ის წინააღმდეგ. ორივეს ბრალი წარუდგინა სპეცპროკურორმა რობერტ მიულერმა, რომელიც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევას იძიებს.

ანა მებურიშვილი


საკვანძო სიტყვები:

ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“

23 მარტი, 2026 , 10:42

ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. როგორც მედია იუწყება, დედაქალაქის სხვადასხვა ნაწილში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადე

სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი

12 მარტი, 2026 , 09:17

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ ომის დასრულების ერთადერთი გზა „ირანის ლეგიტიმური უფლებების“ აღიარებაა. „რუსეთისა და პაკისტანის ლიდერებთან საუბრისას მე კიდევ ერთხელ დავადასტურე ირანის ერ

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი

12 მარტი, 2026 , 09:09

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურის განადგურება ძალიან მოკლე დროში, დაახლოებით ერთ საათში, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. თეთრ სახლში ჟურნალისტ

ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი

10 მარტი, 2026 , 09:12

ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.   მისივე თქმით, გარდა ამი

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა

9 მარტი, 2026 , 09:24

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა იმ ფონზე, როცა ირანსა და აშშ-ისრაელს შორის ომის ესკალაცია ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვების ხანგრძლივი შეფერხების შიშს იწვევს, - ინფორმაციას BBC-ი&nb

ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს

9 მარტი, 2026 , 09:00

ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა მის შემცვლელად აირჩიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, 56 წლის მო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი