კომენტარი
ტრამპის გაპრეზიდენტებით, რუსეთისთვის გამოცხადებული ეკონომიკური სანქციები და პრესინგ-პოლიტიკა შესაძლოა გადახედვას დაექვემდებაროს - ლევან კალანდაძე
ეკონომიკის საკითხებში ექსპერტი ლევან კალნდაძე მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტება ამერიკის პოლიტიკას საქართველოსადმი არ შეცვლის.
„შეერთებული შტატების პოლიტიკა სტრატეგიულ პარტნიორებთან მიმართებაში ამით არ იცვლება. მიუხედავად ამისა, ბუნებრივია, მოსალოდნელია რიგი ცვლილებები საერთაშორისო ურთიერთობებში და ამ შესაძლო ცვლილებებს საქართველო მომზადებული უნდა შეხვდეს. მათ შორის პირველ რიგში, ეს, სავარაუდოდ, აშშ-რუსეთის ურთიერთობების ახალი ფორმატი გახდება. დიდი ალბათობით, წარსულში აშშ-ს მიერ დაანონსებული ე.წ. გადატვირთვა რუსეთთან მიმართებაში არ მოხდება“,-აღნიშნა ექსპერტმა.
მისივ თქმით, შესაძლოა ტრამპის ადმინისტრაციამ რუსეთისადმი დაწესებული სანქციებისა და პრესინგ-პოლიტიკას გადახედოს.
„სავარაუდოა, რუსეთისთვის გამოცხადებული ეკონომიკური სანქციები და პრესინგ-პოლიტიკა გადახედვას, ან გარკვეულ კორექტირებას დაექვემდებაროს. ბუნებრივია, აშშ-რუსული ურთიერთობების მოსალოდნელი ახალი ფორმატი, გარკვეული თვალსაზრისით, გამოწვევა იქნება საქართველოსთვის. თუმცა ძირითადი პოლიტიკური კურსი და პარტნიორობა არ შეიცვლება“, -განაცხადა კალანდაძემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


