მსოფლიო
ტრამპის ადმინისტრაცია ამკაცრებს სანქციებს რუსეთის ნავთობის, გაზისა და საბანკო სექტორებზე
ტრამპის ადმინისტრაცია კიდევ უფრო ამკაცრებს შეზღუდვებს რუსეთის ნავთობის, გაზისა და საბანკო სექტორებზე, რუსეთისთვის აშშ-ის გადახდის სისტემებზე წვდომის შეზღუდვის გზით, – ამის შესახებ „სიბიეს ნიუსი“ ოთხ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ოთხშაბათს არ გაახანგრძლივა 60-დღიანი გამონაკლისი, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციამ იანვარში დააწესა და რომელიც სანქცირებულ რუსულ ბანკებს ენერგეტიკულ ტრანზაქციებში მონაწილეობას საშუალებას აძლევდა. გამონაკლისის გაუქმების შემდეგ, აღნიშნულ ბანკებს აღარ ექნებათ წვდომა აშშ-ის გადახდის სისტემებზე, რათა განახორციელონ ენერგეტიკული ოპერაციები.
სანქციებისგან გათავისუფლებულ რუსულ ფინანსურ ინსტიტუტებს შორის იყვნენ: Vnesheconombank, Bank Financial Corporation Otkritie, Sovcombank, Sberbank, VTB Bank, Alfa-Bank, Rosbank, Bank Zenit, Bank Saint-Petersburg და რუსეთის ცენტრალური ბანკი.
ამერიკული საბანკო სისტემებზე რუსეთის წვდომის შემდგომი შეზღუდვა ართულებს სხვა ქვეყნებისთვის რუსული ნავთობის შეძენას, რაც ამცირებს მის გლობალურ მიწოდებას. ეს შესაძლოა გამოიწვიოს ნავთობის ფასის $5-ით ზრდა ერთ ბარელზე, რაც საგრძნობი მატებაა ბოლო კვირების შედარებით დაბალი ფასების შემდეგ.
ამასთან, აღნიშნული გამკაცრებული სანქციები ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობის ფონზე ხორციელდება, რათა რუსეთი დაიყოლიონ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზების მისაღებად, რაც უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებას ემსახურება. პრეზიდენტმა ტრამპმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ აშშ-ის ოფიციალური პირები "პრეზიდენტ პუტინსა და სხვებთან" მართავენ "ძალიან სერიოზულ მოლაპარაკებებს."
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


