მსოფლიო
ტრამპი კორეას დაუფარავად აფრთხილებს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, პარასკევს ტელეფონით ესაუბრა ჩინეთის ლიდერს და გუამის გუბერნატორს დაძაბული ურთიერთობის შესახებ ჩრდილოეთ კორეასთან. ტრამპმა ასევე განუცხადა, რომ აპირებს ბევრად უფრო ძლიერი სანქციების დაწესებას ფხენიანისთვის.
დღეს დილით გუამის გუბერნატორი, ედი ბაზა კალვო, ტელეფონით ესაუბრა ამერიკის პრზიდენტს, დონალდ ტრამპს და თეთრი სახლის პერსონალურ ხელმძღვანელს, ჯონ კელის, ედი ბაზამ მათ კითხა თუ რამდენად უსაფრთხო იყო კუნძული მისთვის, მისი ოჯახის, მეგობრებისა და ყველა მაცხოვრებლისთვის. პრეზიდენტისგან კი მიიღო პასუხი, რომ მათ სანერვიულო არ ჰქონდათ და ყველაფერი კარგად იქნებოდა. პრეზიდენტის თქმით ,, გუამის მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება’’.
სატელეფონო საუბარი გუამის გუბერნატორმა ჩაიწერა და სოციალურ ქსელში გაავრცელა.
სატელეფონო საუბარი აშშ-ის ლიდერსა და ჩინეთის ლიდერს შორისაც შედგა. დონალდ ტრამპის და სი ძინპინის საუბრის მთავარი თემა ფხენიანისგან მომდინარე საფრთხე იყო. სი ძინპინმა დაადასტურა, რომ პეკინის და ვაშინგტონის ინტერესები, ჩრდილოეთ კორეის განიარაღებაზე, ერთმანეთს ემთხვევა.
2017 წლის აგვისტოში, ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობა სხვა ქვეყნებთან მკვეთრად გაუარესდა. ფხენიანმა ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, უშიშროების საბჭომ და გაერომ ქვეყნის წინააღმდეგ ახალი სანქციები შემოიღო. პასუხად ჩრდილოეთ კორეა ამერიკის შეერთებულ შტატებს ბირთვული დარტყმით დაემუქრა, დონალდ ტრამპი კი ფხენიანს "ცეცხლს და რისხვას" დაჰპირდა, რაზეც თავის მხრივ ფხენიანმა უპასუხა, რომ გუამზე სარაკეტო იერიშს მიიტანს.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


