მსოფლიო
ტრამპი ხელს აწერს ახალ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ
პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ახალ კანონმდებლობას, რომელიც შეიცავს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და ზღუდავს ტრამპის შესაძლებლობას სანქციების გამარტივებასთან დაკავშირებით.
თეთრმა სახლმა განცხადება გააკეთა 11 საათის შემდეგ და დაამატა, რომ სანქციები შეეხება ქვეყნების საზღვრებს, რომელიც რუსეთმა დაარღვია. კომენტარი ასევე გააკეთა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა. მან აღნიშნა, რომ ეს არის ნამდვილად ,,დამამცირებელი’’ საქციელი ტრამპის მხრიდან. ასევე ოთხშაბათს facebook-ზე მედვედევმა გააკეთა განცხადება, სადაც დასრულებულად გამოაცხადა ურთიერთობების გაუმჯობესების სურვილი კრემლსა და ვაშინგტონს შორის.
კანონპროექტში ჩამოთვლილია ყველა ის გარემოება, რომელიც რუსეთმა მოახდინა და საერთაშორისო სამართლის დარღვევად არის მიჩნეული. 2014 წელს ყირიმის ანექსია, აგრესია სირიის წინააღმდეგ და ერთი პუნქტი მთლიანად ეხება 2008 წლიდან ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს.
მარიამ აბაზაშვილი
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


