უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

1 მარტი, 2025 12:04
font-size

ტრამპი აშშ-ს ისტორიაში შევა, როგორც ერთ-ერთი უღირსი, სამარცხვინო პრეზიდენტი, როგორიც სულ რამდენიმე ყავდა ამ დიდ ქვეყანას -კახა გოგოლაშვილი

პრეზიდენტ ზელენსკის, უსამართლო ომში მყოფი მამაცი მთავარსარდლის, დამცირების მცდელობამ აშკარა გახადა, რომ ტრამპი აშშ-ს ისტორიაში შევა, როგორც ერთ-ერთი უღირსი, სამარცხვინო პრეზიდენტი, როგორიც სულ რამდენიმე ყავდა ამ დიდ ქვეყანას, - წერს სოციალურ ქსელში „ევროპული კვლევების ცენტრის“ დირექტორი, „რონდელის ფონდის“ მკვლევარი კახა გოგოლაშვილი.

„რა თქმა უნდა ის ვერ დარჩება პრეზიდენტად ოთხი წლის განმავლობაში. რა მოხდება? რამდენიმე სცენარია შესაძლებელი. 1. ტრამპი გადადგება ქმედუნარიანობის დაქვეითების გამო. მისი ფსიქიკური მდგომარეობა პროგრესირებს და ის დიდხანს ვერ გაუძლებს საკუთარი სიბრიყვით გამოწვეულ სტრესულ სიტუაციებს.

2. დემოკრატები რესპუბლიკეკების ნაწილთან ერთად მოითხოვენ მის იმპიჩმენტს. ამ შემთხვევაში იმპიჩმენტი ორივე პალატამ უნდა დაადასტუროს. სამწუხაროდ ვიცე-პრეზიდენტი დაიკავებს პრეზიდენტის კაბინეტს მიმდინარე ვადის ამოწურვამდე.

3. შესაძლებელია ორმაგი იმპიჩმენტიც, როცა პრეზიდენტს და ვიცე პრეზიდენტს ერთად გადააყენებენ. ამ შემთხვევაში პრეზიდენტი ხდება კონგრესის სპიკერი. რადგან ასეთი შესაძლებლობა ნაკლებსავარაუდოა, ვენსი დიდი ალბათობით დაიკავებს შტატების შემდეგი პრეზიდენტის სავარძელს.

ის, როგორც ვხედავთ, ტრამპზე უარესია, ახალგაზრდა და ენერგიულია, გამოკვეთილი პოლიტიკური გემოვნება აქვს და ულტრა მემარჯვენეა. ეჭვი მაქვს, რომ ის მშვენივრად შეეწყობა მასკს, რომელმაც უკვე გამოავლინა რასისტული ნიშნები, ჰექსეტი, პრიმიტიული აზროვნების შემსრულებელი, რომელიც ვენსის ბრძანებებს სიამოვნებით დაემორჩილება. რუბიოს ალბათ მოიშორებენ და ვოლცის, არ ვიცი. მაინც დამსახურებული სამხედროა, თუმცა შეიძლება ეგეც გადაიბიროს ვენსმა. მოკლედ, ვენსის დარჩენა უარესია ტრამპის მმართველობაზე, ყოველ შემთხვევაში ევროპისთვის. ამიტომ საუკეთესო ვარიანტია ორივეს იმპიჩმენტი და თანაც კონგრესსა და სენატში დემოკრატების უმრავლესობით დაბრუნება, რაც შეიძლება მხოლოდ ორ წელიწადში მოხდეს. ყველა სხვა განვითარება ევროატლანტიკური ერთობისთვის, ესე იგი საქართველისთვისაც, საზიანო იქნება, ისევე, როგორც არსებული სტატუს კვოს შენარჩუნება. რატომ საქართველოსთვის? იმიტომ რომ რუსულ-ჩინური გავლენების შეკავება მხოლოდ ძლიერ ევროატლანტიკურ ერთობას შეუძლია,“ - ამბობს კახა გოგოლაშვილი.

საკვანძო სიტყვები:

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 მარტი, 2026 , 17:31

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი, რა

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 15:27

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერ-მინისტრი კავ

უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი

17 მარტი, 2026 , 12:56

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

17 მარტი, 2026 , 11:24

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.  „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლ

ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი, 2026 , 10:50

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა. მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნ

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი