უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

5 ნოემბერი, 2018 13:50
font-size

თქვენ ძალიან დიდი დრო გქონდათ იმისთვის, რომ შეგესრულებინათ დაპირებები - გიორგი ვაშაძე ბიძინა ივანიშვილს

თქვენ ძალიან დიდი დრო გქონდათ იმისთვის, რომ შეგესრულებინათ დაპირებები, გეზრუნათ ხალხის პრობლემებზე, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარის მიმართვას გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე.

მისი თქმით, ივანიშვილი და მისი გუნდის წევრები საზოგადოების დაშინებას ცდილობენ.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, გაერთიანებული ოპოზიციაა იმის გარანტია, რომ გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანაში არანაირი პოლიტიკური დაპირისპირება არ მოხდება.

„თქვენ მილიონმა ადამიანმა გამოგიცხადათ სრული უნდობლობა. ის, რაც მოვისმინეთ, ეს არის კიდევ ერთი ტყუილი დაპირებები, რომელ სიტყვასაც უკვე ფასი აღარ აქვს საქართველოს არცერთი მოქალაქისთვის.

რაც ყველაზე მთავარია შეეშვით ხალხის დაშინებას. არანაირი დაპირისპირება, არანაირი ანგარიშსწორება არ იქნება ქვეყანაში ჩვენ ვართ გარანტი იმის, რომ ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე მშვიდობიანად მოხდება ხელისუფლების ცვლილება.

ყველა თქვენს ძალადობრივ ფაქტზე, რასაც თქვენ ახორციელებთ ამ დღეების მანძილზე ჩვენ მშვიდობით გპასუხობთ.

ეს სიტყვა რასაც თქვენ ამბობთ, რა კავშირშია ახალქალაქში თქვენს მიერ მოწყობილ მართლა თავპირის მტვრევასთან, რაც ჩვენს აქტივისტებს მოუწყვეთ.

ჩვენ მშვიდად და წყანარად დავიწყებთ ქვეყნის აღმშენებლობის პროცესს და სრულიად ახალი განვითარების ეტაპს,“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გუშინ გასულ სიუჟეტსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ტელეკომპანიამ მინიმუმ ბოდიში უნდა მოიხადოს, რადგან მისი ძმა - დავით ვაშაძე რუს კონსულტანტად ევგენი რეშეტნიკად გაასაღეს.

„მინდა „იმედს“ და ბევრ ღირსეულ ჟურნალისტს, რომელიც იქ არის მივმართო, მესმის , რომ საგანგებო რეჟიმში ხართ, მაგრამ რაღაცას ხომ აქვს საზღვარი“, - განაცხადა ვაშაძემ.

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 მარტი, 2026 , 17:31

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი, რა

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 15:27

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერ-მინისტრი კავ

უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი

17 მარტი, 2026 , 12:56

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

17 მარტი, 2026 , 11:24

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.  „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლ

ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი, 2026 , 10:50

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა. მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნ

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი