კომენტარი
თქვენ, როცა გირეკავდათ მიშა, მაშინ ნაკურთხი ზარები იყო? - რომან გოცირიძე
ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე ხორავაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ფეისბუქის პირად გვერდზე ეხმაურება.
“ბოლო რეპლიკა დროებითი საგამოძიებო კომისიის შესახებ:
გვარს არ დავასახელებ და გუშინ პარლამენტში ერთმა მითხრა, დილით ამ კომისიას მხარს რომ უჭერდით, მერე რატომ გადათქვითო? მიშამ დაგირეკათო.
თქვენ როცა გირეკავდათ მიშა, მაშინ ნაკურთხი ზარები იყო მეთქი?
როდის აქეთ გახდა პარტიის ლიდერის ზარები მაკომპრომეტირებელი?
ზარი არ ყოფილა. მოვლენები ელვისებურად განვითარდა. მას მოჰყვა გენერალური პროკურორის გადადგომა. კომისიისადმი ნდობა იყო ნულოვანი. არ ყოფილა არცერთი პარტია ან ექსპერტი, რომელსაც ამ კომისიის შექმნის იდეა შექმნილ ვითარებაში შეეფასებინოს დადებითად. ჩვენი პოლიტიკური ინსტიქტი ზუსტ თანხვედრაში მოვიდა საზოგადოების კოლექტიურ ინსტიქტთან, რომელიც გვკარნახობდა, რომ არ ვენდოთ და თავი არ გამოვაყენებინოთ.
თუ კომისია კარგ როლს შასრულებს, მხოლოდ მივესალმებით. ამ მომენტში კი ჩვენ -პას!”- წერს რომან გოცირიძე.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


