უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

4 მარტი, 2019 15:03
font-size

თქვენ მოგიწევთ სიმართლის თქმა იქ სადაც მეტი პასუხისმგებლობაა სიმართლისა - ნატო ჩხეიძე მამუკა ხაზარაძეს

ბატონო მამუკა უკაცრავად მაგრამ ღირსი ბრძანდებით იმ ამბისა რა დღეშიც ახლა ხართ, - ეს განცხადება, დამოუკიდებელმა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც "თიბისი" ბანკის საქმეზე მსჯელობენ.

დეპუტატების კითხვებს თიბისი ბანკის დამფუძნებლები პასუხობენ. ნატო ჩხეიძეს კი შეკითხვა მამუკა ხაზარაძის მიმართ "ომეგა ჯგუფის" საქმესთან დაკავშირებით ჰქონდა. კერძოდ, საუბარია იმ ეპიზოდზე, რა დროსაც თიბისი ბანკიდან 4 მილიონის გატანა მოხდა. ნატო ჩხეიძის განცხადებით ამ ტრანზაქციის შესრულება მაშინ იყო დაუშვებელი და მან შეასრულა გიორგი გახარიას დაკვეთა.

„ძალიან მნიშვნელოვანია როდესაც ბატონი მამუკა მთელი პასუხისმგებლობით აცხადებს. ერთი რამ კი ნიშანდობლივი იყო ჩემთვის- ამ წლის ორკესტრირებული შეტევის ერთი გვარი დაასახელეთ თქვენ, გახარია და 2016 წლის 21- 22 აპრილს უკანონოდ გაცემული თქვენი ბანკის მიერ, თქვენზე იძულების გამო ორკესტრირებული შეტევის ორკესტრანტიც ერთ -ერთი სწორედ ბატონი გახარია გახლდათ.

ახალა რასაც თქვენ ბრძანებთ, რომ დირექტორების მიერ იყო გატანილ, დიახ, ბატონო ჩემო, მაგრამ თქვენ მშვენივრად იცით რომ ბენეფიციარი მესაკუთრის დოკუმენტაციის არარსებობის დროს , რომელიც მხოლოდ ერთი თვის მერე მივიდა ბანკში თქვენ არ გქონდათ უფლება და თქვენ ბანკს არ ჰქონდა უფლება ეს თანხა გაეტანა. ბანკის თანამშრომლები ამას არც აკეთებდნენ და გააკეთეს მას შემდეგ რაც ბატონმა ბუცხრიკიძემ მისცა დავალება, ხოლო ბატონ ბუცხრიკიძეს დავალება მიეცით თქვენ.

ძალიან ცუდია ბატონო მამუკა, რომ მთელი პასუხისმგებლობით თქვენ ახლა ამას აცხადებთ. სამწუხაროდ, თქვენ მოგიწევთ სიმართლის თქმა იქ სადაც მეტი პასუხისმგებლობაა სიმართლისა,“-განაცხადა ნატო ჩხეიძემ და აღნიშნა, რომ მამუკა ხაზარაძე ტყუის როდესაც ამბობს, რომ მას დავალება არავისგან მიუღია.

ნატო ჩხეიძის ამ განცხადებას კიდევ ერთხელ უპასუხა მამუკა ხაზარაძემ, რომელმაც თქვა, რომ დეპუტატის განცხადებები არის ტყუილი.

„უნდა გიპასუხოთ, თქვენი განცხადება იმასთან დაკავშირებით რომ მე ვიღაცას რამე დავავალე, არის ტყუილი. ამ ლონდონით ნუ გვაშინებთ,“- მიმართა მამუკა ხაზარაძემ.

ნატო ჩხეიძემ კი მამუკა ხაზარაძეს განუცხადა, რომ მას აღარ სურს მოისმინოს მამუკა ხაზარაძის პასუხი, რის შემდეგაც მან საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა დატოვა.

საკვანძო სიტყვები:

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 მარტი, 2026 , 17:31

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი, რა

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 15:27

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერ-მინისტრი კავ

უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი

17 მარტი, 2026 , 12:56

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

17 მარტი, 2026 , 11:24

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.  „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლ

ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი, 2026 , 10:50

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა. მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნ

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი