მსოფლიო
ტორონტოში მომხდარი სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 13 დაშავდა
ქალაქ ტორონტოში, დენფორტის გამზირზე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა. დაიღუპა ერთი ახალგაზრდა ქალი, 13 ადამიანი კი დაშავდა, მათ შორისაა დაახლოებით 8-9 წლის გოგო, რომლის მდგომარეობა კრიტიკულია.
შეიარაღებული პირი ადგილზევე მოკლეს. კანადური მედიის მიერ გავრცელებული ვიდეოდან ირკვევა, რომ თავდასხმელი თეთრი მამაკაცი იყო, რომელსაც შავი კეპი ეხურა და შავი ტანსაცმელი ემოსა. მას ზურგჩანთა ჰქონდა, რომლიდანაც მან ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო.
კანადური გაზეთის „Globe and Mail“-ის ცნობით, თავდასხმა კვირა საღამოს მოხდა, როცა დენფორტის გამზირი ხალხით იყო გადაჭედილი.
რა გახდა თავდასხმის მიზეზი, ჯერ კიდევ გაურკვეველია.
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


