კომენტარი
ტყუილად არ ხდება, რომ ტრამპის არც ერთ მრჩეველს და არც თვითონ ტრამპს საქართველო არ უხსენებია - გრიგოლ ვაშაძე
საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის შეფასებით, ერთი შანსი არ არსებობს იმისა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას დაეთანხმოს.
ამის შესახებ ვაშაძემ „ტვ პირველის“ ეთერში, ამერიკის 45-ე პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის პირობებში ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივებზე საუბრისას განაცხადა.
„ერთი შანსი არ არსებობს იმის, რომ შეერთებული შტატების პოლიტიკური ელიტა თავისი 45-ე პრეზიდენტით, დათანხმდნენ საქართველოს ან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას. ერთი შანსი არ არსებობს იმისი, რომ სირიაში შედგეს ისეთი მოლაპარაკება, რომელიც დასავლურ ღირებულებებს და იდეალებს ეწინააღმდეგება“,-განაცხადა საქართველოს ყოფილმა პირველმა დიპლომატმა.
მისივე თქმით, ქართულ დიპლომატიას და ვაშინგტონში გავლენის მქონე პირებს,თავის დროზე ჰილარი კლინტონისა და დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბებთან მუშაობა უნდა დაეწყოთ.
„ჩვენ ამ მატარებელზე დავაგვიანეთ. მას შედეგ რაც პრაიმერიზი მოიგეს ქალბატონმა კლინტონმა და ბატონმა ტრამპმა თავის პარტიებში, საქართველოს დიპლომატიასაც და იმ ადამიანებსაც ვისაც შესაბამისი გავლენა აქვთ ვაშინგტონში, ამ ადამიანებს მუშაობა უნდა დაეწყოთ უკვე კანდიდატების შტაბებში. ტყუილად არ ხდება, რომ ტრამპის არც ერთ მრჩეველს, და არც თვითონ ტრამპს საქართველო არ უხსენებია. თუმცა უკრაინა ბევრჯერ იყო ნახსენები. ეს ძალიან სამწუხაროა“,-განაცხადა ვაშაძემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


