კომენტარი
თითქმის ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა გამოხატა მოსაზრება, რომ აგრამუნტი უნდა გადადგეს - სოფიო ქაცარავა
თითქმის ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა თავისი მკაფიო აზრი გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ აგრამუნტი უნდა გადადგეს, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ სტრასბურგში.
მისი თქმით, დღეს ღია დებატები გაიმართება, რომელშიც ქართული მხარეც მიიღებს მონაწილეობას.
„საკმაოდ მწვავე რეაქცია იყო გუშინ, განსაკუთრებით, საგაზაფხულო სესიის დაწყების პირველ დღეს, როდესაც, თითქმის ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა, თავისი მკაფიო აზრი გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ აგრამუნტი უნდა გადადგეს, ეს იყო ერთ-ერთი მოთხოვნა და, მგონი, ყველა ერთსულოვანი იყო, უმრავლესობა ყოველშემთხვევაში, უმრავლესობას ასეთი პოზიცია ჰქონდა.
დღეს იქნება როგორც მოგეხსენებათ ღია დებატები, ველოდებით, რომ იქნება საკმაოდ მწვავე კითხვები და შეფასებები იქნება პოლიტიკოსების მხრიდან. შედეგებზე ამ წუთას არ შემიძლია ვთქვა არაფერი და კომენტარი გავაკეთო, თუმცა იქნება საკმაოდ მწვავე დებატები და ჩვენც, ცხადია, მონაწილეობას მივიღებთ. სავარაუდოდ, შეიძლება, ჩვენც დავსვათ კითხვები. ჩვენც ვუერთდებით კოლეგებს იმ განცდაში და იმ შეფასებაში რაც გუშინ გამოიხატა“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
ცნობისათვის: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პედრო აგრამუნტის, საპარლამენტო ასამბლეის წევრები რუსი დეპუტატის თანდასწრებით სირიის პრეზიდენტთან შეხვედრის გამო, დაუპირისპირდნენ.
რეგლამენტით პედრო აგრამუნტის გადაყენება და იმპიჩმენტის საკითხის დაყენება დეპუტატებს არ შეუძლიათ, თუმცა 24 აპრილს სხდომათა დარბაზში გაკეთებული განცხადებები მიმართული იყო, რომ თავად პედრო აგრამუნტმა მიიღოს გადაწყვეტილება და დატოვოს თანამდებობა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


