კომენტარი
,,თიბისი ბანკის“ უფლებამოსილმა პირებმა უხეშად დაარღვიეს საქართველოს კანონის მუხლების მოთხოვნები - ლევან აღდგომელაშვილი
„ომეგა ჯგუფის“ გენერალური მენეჯერის, ლევან აღდგომელაშვილის განცხადებით,TBC ბანკმა მილიონები ისე გასცა, რომ ოფშორიდან კომპანიის ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ სრული დოკუმენტაცია არ ჰქონდა მიღებული.
მისი თქმით, ამგვარი დოკუმენტი ხელმისაწვდომი ბანკისთვის თანხის გაცემიდან ერთ კვირაში გახდა და ამით დაირღვა საქართველოს კანონმდებლობა.
„ბანკისთვის წარდგენილი არ ყოფილა ე.წ. „ინქუმბენსის სერთიფიკატი,“ რომელიც სავალდებულოა კომპანიის ბენეფიციარი მესაკუთრის ან მესაკუთრეების იდენტიფიცირებისთვის. ამგვარი სერთიფიკატი ოფშორულ ზონაში გაცემულ იქნა 2016 წლის 28 აპრილს. ანუ, თანხის განაღდებიდან ერთი კვირის შემდეგ.
TBC ბანკის უფლებამოსილმა პირებმა 2016 წლის 21-22 აპრილს ერთი მილიონ 781 ათასი ამერიკული დოლარის შ.პ.ს. "ოლიმპუსის" დირექტორისათვის გაცემის დროს უხეშად დაარღვიეს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონის 5.2. და 6.10 მუხლების მოთხოვნები. ეს კანონდარღვევა არ ყოფილა შემთხვევითი და წარმოადგენდა გარკვეულ პირთა წინასწარი კანონსაწინააღმდეგო შეთანხების შედეგს.“ - განაცხადა ლევან აღდგომელაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


