კომენტარი
ტერორი და მოწმეებზე ზეწოლა - ნატო ჩხეიძე „ომეგა ჯგუფის“ თანამშრომლის გამოკითხვაზე
ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებელმა, პარლამენტის წევრმა ნატო ჩხეიძემ „ომეგა ჯგუფის“ თანამშრომლის, დავით თოლორდავას გამოკითხვა პოლიციის განყოფილებაში ტერორად და მოწმეებზე ზეწოლად შეაფასა.
მისივე თქმით, „ომეგასთან“ დაკავშირებული სკანდალი გამოწვეულია იმ ძალადობრივი ზეწოლით ხელისუფლების მხრიდან, რომელზეც ალაპარაკდა კომპანიის მფლობელი ზაზა ოქუაშვილი.
„ის მოვლენები, რაც გამომჟღავნდა და გამომზეურდა "ომეგას" მიერ, ზაზა ოქუაშვილის მიერ და ჩემ მიერ, ეს არის ცუდი ზემოქმედებისა და ძალადობრივი ზეწოლის მიზეზი ბიზნესსა და მედიაზე“, - თქვა ჩხეიძემ.
„იბერია ტვ“-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ვახო ხუზმიაშვილის განცხადებით, „ომეგასა“ და „იბერიას“ თანამშრომლების უსაფრთხოება საფრთხის ქვეშაა და ის დახმარებით მიმართავს დიპლომატიურ კორპუსსა და უფლებადამცველებს.
„თოლორდავას ფაქტმა აჩვენა, რომ ხელისუფლება იწყებს სხვადასხვა სახის შანტაჟებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი უსაფრთხოება ამ ქვეყანაში არ არის დაცული, ამიტომ მივმართავთ საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს, უფლებადამცველებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ვინაიდან ხელისუფლება გადმოსულია პირდაპირ თავდასხმაზე, ჩვენ არ ვიცით ხვალ რა იქნება, ამიტომ მოვუწოდებთ მათ, რომ ჩვენი უსაფრთხოება ამ ქვეყანაში იყოს დაცული“,- თქვა ხუზმიაშვილმა.
ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ თოლორდავას დაკითხვა მასზე ზეწოლის განხორციელების მცდელობას დაუკავშირა.
„მაქვს გონივრული ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომ ის როგორც მნიშვნელოვანი მოწმე ამ საქმის, რომელიც უნდა დაიკითხოს, მის მიმართ შესაძლოა რაიმე ზეწოლის ფაქტი ხორციელდებოდეს. ეს შესაძლოა იყოს რაიმე დაშინების მცდელობა“, - განაცხადა უფლებადამცველმა.
გუშინ „ომეგა ჯგუფის“ თანამშრომელი დავით თოლორდავა პოლიციაში გადაიყვანეს. საქმე ეხებოდა სამი წლის წინანდელ შემთხვევას, როცა მას იარაღი შემთხვევით გაუვარდა, თუმცა არავინ არ დაშავებულა. თოლორდავამ პოლიციის შენობა გუშინვე დატოვა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


