კომენტარი
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით საქართველოსთვის მატარებელმა უკვე ჩაიარა და უკან აღარ დაბრუნდება - ალექსეი მალაშენკო
რუსი პოლიტოლოგისა და მოსკოვის კვლევითი ინსტიტუტ ”ცივილიზაციათა დიალოგის” სამეცნიერო კვლევების ხელმძღვანელის, ალექსეი მალაშენკოს მტკიცებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ისევეა შეუძლებელი, როგორც დაშლილი საბჭოთა კავშირის.
„სამწუხაროდ, საქართველოსთვის მატარებელმა უკვე ჩაიარა და უკან აღარ დაბრუნდება. ეს იგივეა, რომ საბჭოთა კავშირიც აღარასოდეს აღდგება. ხომ ხედავთ რა ხდება ბოლო 20 წლის განმავლობაში, ეს ადამიანური ტრაგედიაა. მაგრამ თქვენ გჯერათ, რომ როდესმე იუგოსლავია აღდგება? მინდა, რომ ყველა სახელმწიფო, რომელიც არსებობდა, იყოს მთლიანი, მათ შორის, როგორ პარადოქსულადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, საბჭოთა კავშირიც“,- განაცხადა მალაშენკომ.
მალაშენკო თბილისში მიმდინარე მედიაფორუმს ესწრება, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის გრანტითაა დაფინანსებული. ღონისძიებაში რუსეთის პროსახელისუფლებო მედიასაშუალებების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.
აღნიშნული მედიაფორუმის მთავარი თემაა „მედიის როლი რეგიონში ნდობის აღდგენაში“.
ცნობისთვის, სამშაბათს საქართველოს საზღვრიდან გააბრუნეს ფორუმის 3 მომხსენებელი: ИТАР-ТАСС-ის სამხედრო მიმომხილველი ვიქტორ ლიტოვკინი, საზოგადოების მკვლევართა ასოციაციის წევრი გენადი ბოდრიუგოვი და НТВ-ის ჟურნალისტი ალექსანდრ ტოკარევი. ამის მიზეზად შსს-მ ოკუპაციის კანონის დარღვევა დაასახელა.
ფორუმის ორგანიზატორებს შორის არის გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“, რომლის გამომცემელია ალექსანდრე ჭაჭია.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


