მსოფლიო
თემურ მახაური პუტინის რეჟიმს ებრძოდა და რამზან კადიროვის პირადი მტერი იყო - უკრაინის უსაფრთხოების სამსახური
კიევში, ავტომობილის აფეთქების შედეგად გარდაცვლილი პირი არის ალი ტიმაევი, იგივე თემურ მახაური, 04.04.1978 წელს დაბადებული. იგი ჩეჩნეთის რესპუბლიკის იტუმ-კალინინსკის რაიონის სოფელ გუჩუმ-კალედან იყო.
ამის შესახებ UNIAN-ი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
უწყების ინფორმაციით, მახაური პუტინის რეჟიმს ებრძოდა, ასევე რამზან კადიროვის პირადი მტერი იყო. გარდა ამისა, იგი 1999-2000 წლებში მონაწილეობდა დაღესტანში სამხედრო მოქმედებებში რუსეთის წინააღმდეგ. 2008 წელს კი, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, საქართველოს მხარეს იბრძოდა.
„მასზე დიდი ხანია „ნადირობენ“ რუსეთის სპეცსამსახურები. ჯამში მასზე 3 თავდასხმა განხორციელდა, მათ შორის 08.03.2009 წელს თბილისში. მაშინ ალი გადარჩა. გარდა ამისა გარდაცვლილი უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა“,- აღნიშნავს უკრაინის უსაფრთხოების სამსახური.
გუშინ, 8 სექტემბერს, კიევში, ბესარაბის ბაზრობასთან ახლოს ავტომობილი აფეთქდა, რომლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
ავტომობილში მახაურის გარდა ქალიც იჯდა, რომელმაც აფეთქების შედეგად ფეხი დაკარგა.
სამართალდამცველებმა გამოძიება „განზრახ მკვლელობის“ მუხლით აღძრეს.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


