მსოფლიო
ტელეკომპანია “NewsOne”-ის შენობა ბლოკირებულია
კიევში სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა ტელეკომპანია “NewsOne”-ის შენობის ბლოკირება მოახდინეს.
მათ მაუწყებლის ოფისის შესასვლელთან ქვიშით სავსე ტომრები და მავთულხლართები მიიტანეს.
შეკრებილები კომპანიის მფლობელის მიერ ბოდიშის მოხდას ითხოვდნენ, იმ განცხადების გამო, როდესაც მან “ევრომაიდანს" სახელმწიფო გადატრიალება უწოდა.
„NewsOne“-ის რედაქციაში კი მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ქმედება უკავშირდება ფაქტს, რომ „NewsOne“ ერთადერთი კომპანიაა, რომელიც ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშილის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციას პირდაპირ ეთერში აჩვენებდა.
დღეს, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა აქციის მონაწილეებს ტელეკომპანიის ბლოკირების შეწყვეტისტკენ მოუწოდა.
ამის შესახებ ავაკოვმა Twitter-ის პირად გვერდზე დაწერა.
მისი თქმით, სამართალდამცველები შესაბამის ზომებს მიიღებენ იმ აქტივისტების მიმართ, რომლებმაც ტელეარხის ბლოკირება მოახდინეს.
„მივმართავ აქციის მონაწილეებს: NewsOne -ის ბლოკირება უნდა შეწყდეს, არ შეიძლება უვარგის ადამიანებს მტანჯველის იმიჯი მოარგოთ“,-დაწერა ავაკოვმა.
მისივე აზრით, ტელეარხის ხელმძღანელობამ ადამიანების პროვოცირება უნდა შეწყვიტოს.
თავის მხრივ ტელეარხის მფლობელმა ევგენი მურაევმა Facebook-ში პირად გვერდზე დაწერა, რომ ის რაც ტელეარხთან ხდება ყველაზე კარგად უჩვენებს „სიტყვის იმ თავისუფლებას“, „დემოკრატიას“ და „ევროპულ ფასეულობებს“, რომელთა მატარებლები „ჩვენ თითქოს გავხდით“.
„გაკვირვებას იწვევს ეროვნული პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურის ქმედება, რომლებიც არაფერს აკეთებენ, თუმცა ეს გასაკვირი არ არის. ამ უწყებების თანამშრომლებს დიდი ხანია არ აქვთ არაფერი საერთო უკრაინელების უსაფრთხოების დაცვასთან, საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფასთან და კონსტიტუციურ წყობასთან“,-დაწერა მურაევმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


