კომენტარი
თეა წულუკიანი გიგა ბოკერიას - ამორგეთ თავი, მომისმინეთ, რა გავაკეთეთ ჩვენ
არ წახვიდეთ ბატონო გიგა, თქვენ კიდევ ბევრი კრიტიკა უნდა გარგუნოთ ამ ტრიბუნიდან, – ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „ევროპული საქართველოს“ წევრს, გიგა ბოკერიას.
ამასთან, თეა წულუკიანს სხდომაზე გიგა ბოკერიამ მიმართა, რომ ხმამაღლა ესაუბრა, არაფერი ესმოდა.
„იმ ნაწილების გარდა, სადაც წინა ხელისუფლებას ლანძღავდით, არაფერი ისმოდა, ხმამაღლა, თუ შეიძლება“, – მიმართა ბოკერიამ წულუკიანს.
„მე თქვენზე, ბატონო გიგა, დროს მერე დავხარჯავ, ეჭვი გაქვთ ალბათ, რომ უპასუხოდ არ დაგტოვებთ. გავაგრძელებ იმით, რომ ჩვენი ქვეყნისთვის და თქვენთვისაც ალბათ სასიცოცხლო დავაზე, აგვისტოს ომის საკითხზე ვაგრძელებთ დავას სტრასბურგის სასამართლოში, თუმცა ეს თქვენ არ გაინტერესებთ.
აგვისტოს ომზე ვლაპარაკობ და ტელეფონში გაქვთ თავი ჩარგული, ამორგეთ ეს თავი და მომისმინეთ, რა გავაკეთეთ ჩვენ“, – განაცხადა წულუკიანმა.
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


