მსოფლიო
თეა წულუკიანი აშშ-სა და მისი მოკავშირეების მიერ სირიაში წერტილოვანი დარტყმების გამოყენებას სწორი ნაბიჯს უწოდებს
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკანი სირიაზე სარაკეტო იერიშის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აშშ-ს, საფრანგეთისა და ბრიტანეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების აღსაკვეთად წერტილოვანი დარტყმების გამოყენება სწორი ნაბიჯია.
მინისტრის განცხადებით, ეს პროცესები საქართველოსა და ქვეყნის შიგნით მდგომარეობაზე უარყოფითად არ აისახება.
„რაც შეგვეხება ჩვენ. დღეს ბევრი კითხვა ისმის იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აისახება ეს ჩვენი ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ჩვენს მდგომარეობაზე. გვაქვს ყველა საფუძველი, ვიფიქროთ, რომ ის სტაბილურობა, რაც არსებობს ჩვენს ქვეყანაში, გაგრძელდება. საქართველოს ხელისუფლების ყველა შტო, მთავრობა და შესაბამისი სამსახურები ამისთვის მუშაობენ, ამიტომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ შეიძლება საქართველოსა და ქვეყნის შიგნით მდგომარეობაზე ეს უარყოფითად აისახება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-სა და მისი მოკავშირეების მიერ სირიაზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძეც გამოეხმაურა და ამ ნაბიჯს „სათანადო და საჭირო” უწოდა.
ცირა გურგენიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


