კომენტარი
თბილისში რკინიგზა უნდა იყოს თუ არა ის შემოვლითი, კვლევის შედეგად უნდა გადაწყდეს - კახა კალაძე
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, როგორი უნდა იყოს თბილისში რკინიგზა და უნდა იყოს თუ არა ის შემოვლითი, კვლევის შედეგად უნდა გადაწყდეს.
როგორც კახა კალაძემ შემოვლითი რკინიგზის პროექტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული კვლევა ”საქართველოს რკინიგზამ” უნდა ჩაატაროს.
„საუბარი იყო რამდენიმე მიმართულებაზე. კერძოდ, მთლიანად უნდა გადავიდეს თუ არა ქალაქიდან რკინიგზა, როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთო ნაწილი, თუ უნდა დარჩეს სამგზავრო და გადავიდეს მხოლოდ სატვირთო. მგონია, რომ ამას სჭირდება კვლევა და კვლევის შედეგად უნდა გვქონდეს პასუხი, თუ როგორი პროექტი უნდა განხორციელდეს. კვლევა უნდა ჩაატაროს რკინიგზამ და არა მერიამ“, - განაცხადა კალაძემ.
ცნობისათვის, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, დედაქალაქიდან რკინიგზა უნდა გავიდეს და მის ადგილზე მაგისტრალი უნდა გაკეთდეს.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


