უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

23 მაისი, 2025 15:36
font-size

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დაკავებისას კონკრეტული პირების მხრიდან ადგილი ჰქონდა წინააღმდეგობის გაწევას, პოლიციელებს ყავაც კი შეასხეს - ალექსანდრე დარახველიძე

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დაკავებისას კონკრეტული პირების მხრიდან ადგილი ჰქონდა წინააღმდეგობის გაწევას, პოლიციელებს ყავაც კი შეასხეს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დაკავებულების დაზიანებების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდა საგამოძიებო სამსახურს.

„საზოგადოებამ სხვადასხვა სოციალური ქსელით ნახა, რომ დაკავების დროს კონკრეტული პირების მხრიდან ადგილი ჰქონდა წინააღმდეგობის გაწევას. ერთ შემთხვევაში ნახეთ კიდეც, რომ პოლიციელებს ყავაც კი შეასხეს. შესაბამისად, მათი ადმინისტრაციული წესით დაკავება მოხდა და დაწყებულია შესაბამისი წარმოება. რაც შეეხება დაზიანებებს, აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ მიეწოდა ინფორმაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. შესაბამისად, ეს დაზიანებები გამოწვეული იყო კონკრეტულ შემთხვევაში პროპორციული ძალის გამოყენების შედეგად თუ სხვა ტიპის გადაცდომას ჰქონდა ადგილი, ეს უკვე გამოძიების შესწავლის საგანს წარმოადგენს. როგორც კი დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსდნენ, მათ საშუალება ჰქონდათ, ექიმთან დაეფიქსირებინათ აღნიშნული დაზიანებისა და პრეტენზიების შესახებ. ეს ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდა საგამოძიებო სამსახურს. ეს ის პროცედურაა, რაც არის კანონით გათვალისწინებული“, – განაცხადა დარახველიძემ.

ცნობისთვის, სახალხო დამცველის განცხადებით, 22 მაისს, თბილისში, საქალაქო სასამართლოს მიმდებარედ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ორი პირი პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ მიუთითებს. როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული, ერთ-ერთ მათგანს სხეულზე აღენიშნებოდა ხილული დაზიანებები, ძირითადად, შეშუპებები, სიწითლეები, სისხლნაჟღენთები და ნაკაწრები კიდურებზე.

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 მარტი, 2026 , 17:31

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი, რა

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 15:27

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერ-მინისტრი კავ

უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი

17 მარტი, 2026 , 12:56

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

17 მარტი, 2026 , 11:24

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.  „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლ

ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი, 2026 , 10:50

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა. მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნ

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი