კომენტარი
თბილისის რამდენიმე სკოლის მოსწავლეს კვირაში ერთხელ ვაშლი მიუვა სტუმრად - ალექსანდრე ჯეჯელავა
განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელვას ინფორმაციით, ახალ სასწავლო წელს უწყება მოსწავლეებს ძალიან ბევრ სიახლეებს სთავაზობს.
როგორც ჯეჯელვამ ჟურნალისტებს განუცხადა, მოსწავლეებს უკეთ გადამზადებული დირექტორები, საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლები ეყოლებათ.
მისივე თქმით, 300 სკოლას რემონტი ჩაუტარდა და მოსწავლეებს განახლებული დახვდებათ, რაც მათ მოტივაციაზე იმოქმედებს.
”პირველი და უმთავრესი სიახლე, ის არის, რომ უფრო მეტად მოტივირებული მასწავლებელი ეყოლებათ, უფრო მეტი მასწავლებელი ზრუნავს თავისი კომპეტენციის ამაღლებაზე. წელს გამოცდებზე დარეგისტირებულ მასწავლებელთა რაოდენობა 2-3-ჯერ გაიზარდა, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა. ამასთან, 11 000-ზე მეტი, დაბალკონტიგენტიანი სკოლების ბანაკში ნამყოფი ბავშვი დაუბრუნდება სკოლას და ეს მათი მოტივაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სიახლეები იქნება სკოლის ბუფეტებშიც: მაღალშაქრიანი, მაღალმარილიანი პროდუქტები ბავშვებს აღარ დახვდებათ და ეს ძალიან დიდი ნაბიჯია გადადგმული ამ მიმართულებით. ასევე ყველა სკოლაში მნიშვნელოვნად გაიზრდება სპორტული აქტივობები, მარტო ფიზკულტურის გაკვეთილებს არ ვგულისხმობს. ამ გაკვეთილების გარეშეც ბევრი საინტერესო ინიციატივაა, ერთ-ერთი არის - თბილისის რამდენიმე სკოლის მოსწავლეს კვირაში ერთხელ ვაშლი მიუვა სტუმრად. მოეწყობა კამპანია ჯანსაღი ცხოვრების შესახებ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესისკენ ვუბიძგოთ ჩვენს მოსწავლეებს”, - განაცხადა ჯეჯელავამ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


