კომენტარი
თბილისის მერიამ დაარღვია კომპენსაციის გაცემის წესი - ირაკლი აბესაძე
პარლამენტის ფრაქცია ,,ევროპული საქართველოსთვის’’ წევრის ირაკლი აბესაძის განმარტებით, თბილისის მერიამ კომპენსაციის გაცემის წესი დაარღვია და მოსამართლის ოჯახს მილიონიანი კომპენსაცია გადასცა.
როგორც აბესაძემ ჟურნალისტებთან განუცხადა, უნდა გაირკვეს ყველა იმ დამნაშავის ვინაობა, რომელიც აღნიშნულ კანონდარღევაში მონაწილეობდა.
,,ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, რომელიც დოკუმენტურად დასტურდება, ნათელია, რომ თბილისის მერიამ დაარღვია კომპენსაციის გაცემის წესი. დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა და უხეში დარღვევებით გადასცა მილიონიანი კომპენსაცია მოსამართლის ოჯახს. აუცილებელია ამ შედეგების გაუქმება, ასევე იმ გამოძიების დროულად წარმართვა, რაზეც განცხადება შევიტანეთ პროკურატურაში. უნდა გაირკვეს თუ რომელი ჩინოვნიკები მონაწილეობდნენ მერიის მხრიდან, ვისი დავალებით მოქმედებდნენ ისინი, რისთვისაც მოსამართლის ოჯახს ამხელა უპირატესობა მიანიჭეს“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
ცნობისათვის: ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, მეორე ინსტანციის სასამართლოში ”რუსთავი 2”-ის საქმის განმხილველი კოლეგიის თავმჯდომარის, მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმას, ზვიად ნაზღაიძეს თბილისის მერიამ სახელმწიფოს კუთვნილი 1 მილიონი ლარის ქონება გადასცა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


