კომენტარი
თბილისის მერია ცილისწამებას უწოდებს „ახალი საქართველოს“ განცხადებას უფასო სასადილოებში კორუფციული სქემის არსებობის შესახებ
თბილისის მერია ცილისწამებას და მორიგ სიცრუეს უწოდებს პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს“ მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას უფასო სასადილოებში კორუფციული სქემის არსებობის შესახებ და მოუწოდებს მას, თუ ასეთი ინფორმაცია არსებობს, პოპულისტური განცხადებების გაკეთების ნაცვლად, შესაბამისი დოკუმენტები შემდგომი რეაგირებისთვის სამართალდამცავ ორგანოებს გადასცეს.
ამის შესახებ განცხადება თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა დღეს ბრიფინგზე გააკეთა.
რაც შეეხება გაკეთებული განცხადების შინაარსს, თბილისის მერია ხაზს უსვამს იმ ცვლილებებს, რომლებიც განასხვავებს თბილისის ძველი და ახალი მმართველობის დროს, რაც მერისი წარმომადგენლის თქმით, ასევე დადასტურდა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ 2016 წელს გაკეთებული ანგარიშით.
გელა ჩივიაშვილის განცხადებით, ორგანიზაციის ანგარიშში აღნიშნულია, რომ თბილისის ახალი მთავრობის პირობებში საგრძნობლად გაუმჯობესდა უფასო სასადილოებში სანიტარული და ჰიგიენური მდგომარეობა, საკვების ხარისხი, მოწესრიგდა ბენეფიციართა აღრიცხვიანობა, ხორციელდება მუდმივი მოტინორინგი, კეთილმოეწყო სასადილოების შენობები და შეიცვალა ინვენტარი. დასკვნაში აღნიშნულია, რომ სანიტარულ–ჰიგიენური ვითარების გაუმჯობესების გამო, სასადილოების მომსახურების მიღებაზე მოთხოვნა გაიზარდა.
როგორც გელა ჩივიაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ თბილისის მერიის მოთხოვნის საფუძველზე, სურსათის ეროვნული სააგენტო, წელიწადში მინიმუმ 2–ჯერ ყველა უფასო სასადილოში ამოწმებს სანიტარულ ნორმებსა და საკვების ხარისხს.
,,დღეისათვის უფასოს სასადილოების ერთჯერადი ცხელი სადილით, რომლის კილოკალორაჟი შეადგენს 1100 კკალორიას, 39 ათასამდე ბენეფიციარი სარგებლობს’’, - აცხადებენ თბილისის მერიაში.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


