კომენტარი
თბილისის გენგეგმის დოკუმენტში მხოლოდ სურვილებია გაჟღერებული, რომელსაც უნდა მოყვეს შემდეგ კვლევები და ფინანსების მოძიება - გოგი ლორთქიფანიძე
საზოგადოებრივი ორგანიზაციის - „სახალხო თვითმმართველობა“ ხელმძღვანელი, გოგი ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ თბილისის გენგეგმის განახლებული დოკუმენტი საკუთრების ექსპროპრიაციის დოკუმენტია.
„როგორც იქნა, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა მერიამ საკრებულოს გადაუგზავნა. ეხლა ჯერი საკრებულოზეა, რომელმაც საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
თბილისის მერის მოადგილის განმარტებით, გენერალურ გეგმაში ყველა ხარვეზი ჩასწორებულია და რისკებიც გათვალისწინებულია. გენერალურ გეგმაში გაიწერა, სად გაშენდება დედაქალაქში ახალი გამწვანებული ზონები, სად შეიზღუდება მშენებლობები და სად აშენდება ახალი საცხოვრებელი უბნები. გამოიყო სარევიზიო ტერიტორიები, სადაც დამტკიცებული განაშენიანებების რეგულირების გეგმები კონკრეტული შეზღუდვებიდან გამომდინარე რევიზიასა და კორექცია დაექვემდებარებიან.
ჩვენდა სამწუხაროდ, გენგეგმის განახლებული დოკუმენტი რეალურად, მხოლოდ საკუთრების ექსპროპრიაციის დოკუმენტის ფორმით ჩამოყალიბდა, რადგან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ პროექტში მხოლოდ მომავლის პერსპექტივები და სურვილებია წარმოდგენილი. ამ დადგენილების პროექტით არანაირად არ ჩანს თუ რეალურად რა მიმართულებით და რაც მთავარია რა ოპერატიული ინსტრუმენტების გამოყენებით უნდა განვითარდეს თბილისი,“ - აცხადებს გოგი ლორთქიფანიძე.
მისივე თქმით, პროექტში შემოთავაზებული არცერთი გადაწყვეტილება თუ რეკომენდაცია არ არის დამყარებული სათანადო მონაცემთა ბაზებზე, ფინასურ-ეკონომიკურ დასაბუთებაზე და ჩატარებულ კვლევებზე.
,,ჯერ მხოლოდ სურვილებია გაჟღერებული, რომელსაც უნდა მოყვეს შემდეგ კვლევები და შემდეგ უკვე ფინანსების მოძიება.
წარმოდგენილი გენგეგმის ძაღლის თავი მე-6 დანართშია დამარხული. ეს არის „ რეკომენდაციები მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის იმპლემენტაციის პროცესში ცალკეული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების კერძო ინტერესების საჯარო ინტერესებთან დაპირისპირებისას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ გადაწყვეტილების მიღებისთვის“.
სწორედ ამ მექანიზმის მოსაფიქრებლად და მისაღებად ჭიანურდებოდა გენგეგმის დოკუმენტის წარდგენის პროცესი. ამ „რეკომენდაციების“ დამტკიცების შემთხვევაში მერია ღებულობს „უკანონო კანონიერ“ ბერკეტს, რომლის საშუალებითაც მას საშუალება ეძლევა, ირიბად მოახდინოს კერძო საკუთრების ხელყოფა. ფაქტიურად ეს არის ექსპროპრიაციის სქემა ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, საჯარო ინტერესის მომიზიზებით. ამ „რეკომენდაციებით“ უგულველყოფილია საერთაშორისო სამართლით აღიარებული კერძო საკუთრების უფლებები, საქართველოს კონსტიტუცია და მოქმედი კანონმდებლობა და ამ ყველაფრის ჩანაცვლება უნდათ თბილისის საკრებულოს დადგენილებით.
მივმართავ თბილისის საკრებულოს დეპუტატებს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ აღნიშნულ „რეკომენდაციებს“ და ნაჩქარევად არ მოახდინონ მათი დამტკიცება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ დავდგებით საჯარო და კერძო ინტერესების მკვეთრი დაპირისპირების წინაშე, რაც არაფერ კარგს არ მოუტანს არც დედაქალაქს და არც ქვეყანას,“ - აცხადებს გოგი ლორთქიფანიძე.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


