უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

25 ოქტომბერი, 2016 18:00
font-size

„თავისუფალი დემოკრატები“ არც ერთი პარტიის მხარდაჭერისკენ არ მოვუწოდებთ არც ერთ მოქალაქეს - ნინო გოგუაძე

„თავისუფალი დემოკრატების“აღმასრულებელი მდივნის ნინო გოგუაძის განცხადებით, პარტია არც ერთ მოქალაქეს რომელიმე პარტიის მხარდაჭერისკენ არ მოუწოდებს.

ამის შესახებ გოგუაძემ მედიასთან საუბარში, ზურაბ აბაშიძის, გია ცაგარეიშვილისა და დავით ონოფრიშვილის მიერ შესაბამისი შინაარსის მოწოდების კომენტირებისას განაცხადა.

ამასთან, გოგუაძის თქმით, „თავისუფალი დემოკრატებისთვის“ მიუღებელი და გაუგებარია იმ ხელისუფლებასთან თანაშრომლობა, რომელსაც ე.წ კაბელების ბიჭების სახით, პოლიტიკური პატიმრები ჰყავს.

„ჩვენ ყველამ გუშინ ერთად ვიხილეთ ჩვენი თანაგუნდელები, რომელთაგან ერთ-ერთი ამბობდა, რომ იგი აღარ აპირებდა ოპოზიციაში ყოფნას და გეგმავდა ხელისუფლებასთან თანამშრომლობას და თანამდებობის დაკავებასაც არ გამორიცხავდა. ეს ჩვენთვის, „თავისუფალი დემოკრატებისთვის“ ცალსახად მიუღებელი და გაუგებარია, რადგან ჩვენ ერთად წამოვედით იმ ხელისუფლების პრინციპულ ოპოზიციაში, რომელსაც ჰყავს პოლიტიკური პატიმრები,კაბელების საქმის ბიჭები არიან პოლიტიკური პატიმრები. ხელისუფლებას, რომელსაც ჰყავს დამორჩილებული სასამართლო და ამის სიმბოლოა მურუსიძე“,-აღნიშნა გოგუაძემ.

ნინო გოგუაძე აღნიშნავს, რომ პარტია მხოლოდ თავისი კანდიდატის, ჭიათურაში მაჟორიტარობის კანდიდატის თემურ გაფრინდაშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

„პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ მოსახლეობას და მოქალაქეებს ვაფრთხილებთ, საკონსტიტუციო უმრავლესობის საფრთხეზე. ყოველთვის საფრთხეა, როდესაც ერთი გუნდის ხელში ხდება ასეთი ძალაუფლების კონსოლიდაცია, მაგრამ ჩვენ, „თავისუფალი დემოკრატები“ არც ერთი პარტიის მხარდაჭერისკენ არ მოვუწოდებთ არც ერთ მოქალაქეს, რადგან ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოქალაქეებმა თვითონ უნდა გააცნობიერონ საფრთხეები, თვითონ მიიღონ გადაწყვეტილება, გააკეთონ არჩევანი და პასუხისმგებლობა აიღონ ამ არჩევანზე. ჩვენ, „თავისუფალი დემოკრატები“ მოვუწოდებთ მხოლოდ „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატის ჭიათურაში თემურ გაფრინდაშვილის მხარდაჭერისკენ და ჩვენ ყველანი ჩავალთ იქ და ერთად ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

მონიკა დავლიანიძე

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 მარტი, 2026 , 17:31

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი, რა

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 15:27

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერ-მინისტრი კავ

უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი

17 მარტი, 2026 , 12:56

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

17 მარტი, 2026 , 11:24

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.  „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლ

ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი, 2026 , 10:50

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა. მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნ

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი