მსოფლიო
თავი შეიკავეთ ევროპაში მოგზაურობისგან, განსაკუთრებით სადღესასწაულო პერიოდში - აშშ-ის სახელწმიფო დეპარტამენტი თავის მოქალაქეებს აფრთხილებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს, თავი შეიკავონ ევროპაში მოგზაურობისგან გაზრდილი ტერორისტული საფრთხის გამო, რომელიც განსაკუთრებით იზრდება სადღესასწაულო პერიოდში.
„ბოლოდროინდელი ფართოდ გაშუქებული შემთხვევები საფრანგეთში, რუსეთში, შვედეთში, დიდ ბრიტანეთში, ესპანეთსა და ფინეთში აჩვენებს, რომ ერაყის ისლამურ სახელმწიფოსა და ტერორისტულ ორგანიზაცია ისლამურ სახელმწიფოს, ალქაიდასა და მათს დანაყოფებს აქვთ შესაძლებლობა, დაგეგმონ და განახორციელონ ტერორისტული თავდასხმები ევროპაში. წინა წლის დეკემბერში მასობრივი თავდასხმა მოხდა ბერლინის საშობაო ბაზრობაზე, ასევე სტამბულის ღამის კლუბზე ახალი წლის დამდეგს. სანამ ადგილობრივი მთავრობები განაგრძობენ კონტრტერორისტულ ოპერაციებს, სახელწმიფო დეპარტამენტი შეწუხებულია მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმების გამო. აშშ-ის მოქალაქეებმა ყოველთვის უნდა გაითვალისწინონ, რომ ტერორისტების მომხრეებმა ან თვითრადიკალმა ექსტრემისტებმა შეიძლება განახორციელონ თავდასხმა მცირე ან არანაირი გაფრთხილების გარეშე“, - წერია სახელწმიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
დეპარტამენტი წერს, რომ ტერორისტების ძირითადი სამიზნეებია ტურისტული ადგილები, სატრანსპორტო ქსელები, სავაჭრო ცენტრები ან ადგილობრივი სამთავრობო ოფისები, ასევე სასტუმროები, კლუბები, რესტორნები, საკულტო ადგილები, პარკები, სასწავლო დაწესებულებები, აეროპორტები და სხვა. უწყების თქმით, ტერორისტები ძირითადად იყენებენ ცეცხლსასროლ ან ცივ იარაღს, ასევე სატრანსპორტო საშუალებებს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


