კომენტარი
თამაზ მეჭიაური და მისი შტაბი პროვოკაციებს არ ერიდებიან - ,,ქართული ოცნების“ თიანეთის მერობის კანდიდატი
დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლო სიმართლის მხარეს დაიჭერს და მე გავხდები თიანეთის მერი, - აცხადებს „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ლელა ქიტესაშვილი და აღნიშნულით თამაზ მეჭიაურის საჩივარს გამოეხმაურა.
,,პირველი არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ლელა ქიტესაშვილი ამბობს, რომ ხმების გადათვლის პროცესი თიანეთის საოლქო კომისიაში წესისა და კანონის დაცვით ჩატარდა.
„სწორედ ჩვენი სარჩელით მოხდა გადათვლა ბათილი ბიულეტენების, სადაც აღმოჩნდა 5 ბიულეტენი, რომელზეც ჩემი გვარი იყო შემოხაზული და ამან შეცვალა შედეგიც“, - განაცხადა ქიტესაშვილმა.
,,ქართული ოცნების“ წევრი კონკურენტ კანდიდატს თამაზ მეჭიაურს პროვოკაციებში ადანაშაულებს.
„თამაზ მეჭიაური და მისი შტაბი პროვოკაციებს არ ერიდებიან. ბევრ რამეს ამბობენ, მაგრამ მე მაქვს სიმართლისა და ობიექტურობის იმედი და მეჭიაურს მოუწევს აღიაროს მარცხი“, - აცხადებს "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი.
ცნობისათვის, ლელა ქიტესაშვილს, ცესკო-ს ოფიციალური მონაცემებით, თიანეთში ხმების 50.03% აქვს მიღებული და ის თამაზ მეჭიაურს ოთხი ხმით უსწრებს.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


