კომენტარი
თამარ ქალდანი მოუწოდებს პარტიებს პერსონალური მონაცემების დამუშავება კანონის დაცვით განახორციელონ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი, საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით გამოეხმაურა.
თამარ ქალდანი აღნიშნავს, რომ ამომრჩევლეთა სია საჯაროა და დამკვირვებელს აქვს უფლება დააკვირდეს ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას.
ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია, არ მოხდეს მონაცემების შეგროვება და შემდგომი დამუშავება ამომრჩეველზე ზეწოლის ან სხვა არაკანონიერი მიზნებისთვის.
თამარ ქალდანის ოფისი მზად არის რეაგირება მოახდინოს ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების არაკანონიერი მიზნებით დამუშავების ფაქტები და შეისწავლოს დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და დაინტერესებული პირების მიერ მოწოდებული მტკიცებულებები.
„მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ამომრჩეველთა სია საჯაროა და მასში არსებული პერსონალური მონაცემების დამუშავება უნდა ემსახურებოდეს კანონიერ მიზნებს.
დამკვირვებელს აქვს უფლება დააკვირდეს ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას. თუმცა ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს მონაცემების შეგროვება და შემდგომი დამუშავება ამომრჩეველზე ზეწოლის ან სხვა არაკანონიერი მიზნებისთვის.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო პროცესში პერსონალური მონაცემების დამუშავება განახორციელონ კანონის დაცვით.
ინსპექტორის აპარატი მზად არის, კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს რეაგირება ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების არაკანონიერი მიზნებით დამუშავების ფაქტებზე და შეისწავლოს დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და დაინტერესებული პირების მიერ მოწოდებული მტკიცებულებები და ფაქტობრივი გარემოებები“,-ნათქვამია თამარ ქალდანის განცხადებაში.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


