მსოფლიო
ტაილანდში გამოქვაბულში დარჩენილი 8 მოზარდისა და მათი მწვრთნელის ევაკუაცია განახლდა
ტაილანდის ჩრდილოეთით მდებარე ტჰამ ლუანგის მღვიმეში ჩარჩენილი მოზარდებისა და მათი საფეხბურთო მწვრთნელის საევაკუაციო პროცესი განახლდა.
მაშველები ოპერაციის ჩატარების გადაწყვეტილება იმის გამო მიიღეს, რომ არსებობს საფრთხე, რომ გამოქვაბულში წყლის დონემ აიწიოს.
გუშინ მყვინთავებმა მოახერხეს 4 ბიჭის გამოყვანა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მღვიმეში რჩება კიდევ 9 ადამიანი.
სამაშველო მისიის უფროსის ნარონგსაკ ოსოტანაკორნის თქმით, ამინდი და გარემოს სხვა ფაქტორები ოპერაციისთვის ხელსაყრელია.
„ჩვენ კიდევ უნდა გავიგოთ კარგი ამბები“, -დასძინა ოსოტანაკორნმა.
23 ივნისს 11-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვები თავის მწვრთნელთან ერთად გამოქვაბულში ჩარჩნენ უეცრად წამოსული ძლიერი წვიმის გამო, რომელმაც იქაურობა წყლით დაფარა. მოზარდები და მათი მწვრთნელი ბრიტანელმა მყვინთავებმა 9-დღიანი ძებნის შემდეგ აღმოაჩინეს გამოქვაბულის სიღრმეში, შესასვლელიდან ოთხი კილომეტრის მანძილზე.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


