მსოფლიო
ტაილანდის გამოქვაბულიდან ყველა მოზარდისა და მათი მწვრთნელის გამოყვანა შეძლეს
ტაილანდის ჩრდილოეთით მდებარე ტჰამ ლუანგის მღვიმედან ყველა 12-ვე მოზარდი და მათი საფეხბურთო მწვრთნელი გამოიყვანეს. ამის შესახებ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ტაილანდის საზღვაო ქვედანაყოფი იუწყება.
„ყველა უსაფრთხოდაა“, -წერია ფეისბუკპოსტში.
ცნობისთვის, სამი დღის განმავლობაში ტაილანდელი მაშველები უცხოელ კოლეგებთან ერთად გამოქვაბულში ჩარჩენილი 12 მოზარდისა და მათი მწვრთნელის საევაკუაციო ოპერაციას ატარებდნენ.
23 ივნისს 11-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვები თავის მწვრთნელთან ერთად გამოქვაბულში ჩარჩნენ უეცრად წამოსული ძლიერი წვიმის გამო, რომელმაც იქაურობა წყლით დაფარა. მოზარდები და მათი მწვრთნელი ბრიტანელმა მყვინთავებმა 9-დღიანი ძებნის შემდეგ აღმოაჩინეს გამოქვაბულის სიღრმეში, შესასვლელიდან ოთხი კილომეტრის მანძილზე.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


