უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

2 აგვისტო, 2017 21:57
font-size

თაღლითობასთან ბრძოლის სამმართველო სიგარეტის გიგანტ British American Tobacco-ს კანონმდებლების მოქრთამვაში ამხელს

დიდი ბრიტანეთის თაღლითობის სერიოზულ შემთხვევებთან ბრძოლის სამმართველომ მსოფლიოში სიმსხვილით მეორე თამბაქოს კომპანიის - British American Tobacco-ს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. კომპანიას ბრალად აღმოსავლეთ აფრიკაში ოფიციალური პირებისთვის ქრთამის მიცემა ედება, რათა თამბაქოს მოხმარების საწინააღმდეგო კანონმდებლობის ჩაგდება მომხდარიყო.

კომპანიაში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ რომ თაღლითობის სერიოზულ შემთხვევებთან ბრძოლის სამმართველომ გამოძიება დაიწყო და აცხადებენ, რომ კომპანიის ადვოკატები დარღვევების ბრალდებებს იძიებენ. ამასთან, British American Tobacco-ს განცხადებით, კომპანია გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს.

თაღლითობის სერიოზულ შემთხვევებთან ბრძოლის სამმართველოში კი აღნიშნავენ, რომ კომპანიის საქმიანობაში კორუფციის ელემენტებზე არსებულ ეჭვებს იძიებენ, თუმცა დამატებითი დეტალები არ გასაჯაროებულა.

გასული წლის თებერვალში, British American Tobacco-მ განაცხადა, რომ ადვოკატები აიყვანა, რათა აღმოსავლეთ აფრიკაში ოფიციალური პირების მოქრთამვის ბრალდებების გამოძიება მომხდარიყო.

პოლ ჰოპკინსმა, რომელიც 13 წლის განმავლობაში მუშაობდა, კენიაში British American Tobacco-ზე, BBC-ის გადაცემა „პანორამას“ განუცხადა, რომ 2015 წელს, ქრთამი კომპანიის სახელით მისცა, რათა თამბაქოს მოხმარების საწინააღმდეგო კანონმდებლობის ჩაგდება მომხდარიყო და კომპანიას აფრიკის მზარდ ბაზარზე წილი მიეღო.

2015 წლის დეკემბერში, მანვე დოკუმენტები გადასცა თაღლითობის სერიოზულ შემთხვევებთან ბრძოლის სამმართველოს, რომელშიც კომპანია და ადგილობრივი პოლიტიკოსების კორუფციის ფაქტებია მოყვანილი.

British American Tobacco-მ კი თავის მხრივ განაცხადა, რომ ეს ბრალდებები ყოფილმა გაიძვერა თანამშრომელმა გააკეთა, რის გამოც კომპანიამ სპეციალური მედია იურისტი დაიქირავა.

სამი თვის შემდეგ, კომპანიამ ფირმა Linklaters მიმართა, რათა სრული გამოძიება ჩაეტარებინა აღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით. „მიუხედავად იმისა, რომ წარსულშიც გამოგვიკლევია რიგი ბრალდებები, აღნიშნული ბრალდებების ხასიათიდან გამომდინარე კომპანიამ გარე იურიდიული ფირმა დანიშნა სრული გამოძიების ჩასატარებლად,“ - განაცხადეს თებერვალში კომპანიაში.

მარტში, Financial Times-თან საუბარისას, კომპანიის დირექტორმა ნიკანდრო დურანტემ განაცხადა, რომ მტკიცე ზომები იქნებოდა მიღებული იმ შემთხვევაში, თუკი დარღვევებს ადგილი მართლა ექნებოდა.

„ამ კუთხით British American Tobacco-ს ძალიან მკაცრი პოლიტიკა აქვს. თუ დარღვევებს ადგილი ჰქონდა, მკაცრად ვიმოქმედებთ. ჩვენ 200 ქვეყანაში ვართ წარმოდგენილნი. ამიტომ, 100%-იან გარანტიას ვერ მოგცემთ, რომ ყველგან ყველაფერი წესების მიხედვით ხდება“, - განაცხადა კომანიის დირექტორმა.

იმის გათვალისწინებით, რომ განვითარებულ ბაზრებში მოწევის დონე იკლებს, აფრიკის, აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე თამბაქოს ინდუსტრიის წამყვან კომპანიებისთვის მომხმარებლები მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენენ.

ბათის უნივერსიტეტის პროფესორი ანა გილმოური აცხადებს: „აფრიკას დიდი მნიშვნელობა აქვს British American Tobacco-სთვის. ეს მსოფლიოს ერთადერთი რეგიონია, სადაც თამბაქოს მოხმარების მაჩვენებლები იზრდება. აფრიკას ბაზრის ყველაზე მსხვილი წილი აქვს“.

თაღლითობის სერიოზულ შემთხვევებთან ბრძოლის სამმართველოს გადაწყვეტილება მას შემდეგ გამოცხადდა, რაც კომპანია ამერიკულ ბაზარზე Reynolds American-ის აქციების 58%-ის შესყიდვის გზით დაბრუნდა. კომპანიის აქციები 4%-ით დაეცა, თუმცა შუადღისთვის სიტუაქცია გამოსწორდა და აქციები 1,4%-ით გაიზარდა, რამაც კომპანიას 108 მილიარდი გირვანქა სტერლინგის საბაზრო კაპიტალიზაცია მისცა.

British American Tobacco-ს აქციები 11%-ით მას შემდეგ დაეცა, რაც აშშ-ს მარეგულირებელმა ორგანომ ახალი მიდგომის შესახებ გააკეთა განცხადება, რაც თამბაქოს მწარმოებლებს აიძულებს, სიგარეტში ნიკოტინის დონე შეამცირონ, რათა მომხმარებლებს სიგარეტზე დამოკიდებულება არ გაუჩნდეთ.

ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“

23 მარტი, 2026 , 10:42

ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. როგორც მედია იუწყება, დედაქალაქის სხვადასხვა ნაწილში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადე

სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი

12 მარტი, 2026 , 09:17

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ ომის დასრულების ერთადერთი გზა „ირანის ლეგიტიმური უფლებების“ აღიარებაა. „რუსეთისა და პაკისტანის ლიდერებთან საუბრისას მე კიდევ ერთხელ დავადასტურე ირანის ერ

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი

12 მარტი, 2026 , 09:09

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურის განადგურება ძალიან მოკლე დროში, დაახლოებით ერთ საათში, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. თეთრ სახლში ჟურნალისტ

ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი

10 მარტი, 2026 , 09:12

ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.   მისივე თქმით, გარდა ამი

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა

9 მარტი, 2026 , 09:24

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა იმ ფონზე, როცა ირანსა და აშშ-ისრაელს შორის ომის ესკალაცია ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვების ხანგრძლივი შეფერხების შიშს იწვევს, - ინფორმაციას BBC-ი&nb

ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს

9 მარტი, 2026 , 09:00

ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა მის შემცვლელად აირჩიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, 56 წლის მო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი