კომენტარი
თაბორის ტერიტორია 1 ლარად არ გადაცემულა,ის შეფასებულია 100 ათას ლარზე მეტად და ინვესტორი თანხას გადაიხდის - დავით ნარმანია
თბილისის მერის დავით ნარმანიას ინფორმაციით, თაბორის ტერიტორია 100 ათასი ლარით არის შეფასებული და თანხას საინვესტიციო კომპანია გადაიხდის.
ამის შესახებ ნარმანიამ ჟურნალისტებთან 29 სექტემბერს დედაქალაქის საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვით, პუშკინის სკვერისა და თაბორის მთის ნაწილს სტატუსი შეეცვალა.
მერის განმარტებით, ამის მიზეზი გახდა ის, რომ ტერიტორიაზე დამატებითი პარკინგი კეთდება, გარდა ამისა, ნარმანიას თქმით, თაბორის მთაზე კეთდება სარწყავი მოწყობილობები.
„დამატებით კეთდება პარკინგი და შესაბამისად, ეს არის უმთავრესი საფუძველი იმისა, თუ რატომ მივიღეთ ჩვენ გადაწყვეტილება ტერიტორიის გადაცემასთან დაკავშირებით, ერთის მხრივ. მეორეს მხრივ, თაბორის მთაზე კეთდება დამხმარე სარწყავი მოწყობილობები, რომლებიც მნიშვნელოვანია იმ ტერიტორიის გასარწყავად, რაც ვითარდება. აღნიშნული ტერიტორია შეფასებული იყო და დადგენილია მისი საბაზრო ღირებულება. ინვესტორს საბაზრო ღირებულებით გადაეცა და არა სიმბოლურად ერთ ლარად, როგორც ამას ხშირ შემთხვევაში ამბობენ. თაბორის ტერიტორია ერთ ლარად არ გადაცემულა. თაბორის ტერიტორია შეფასებულია 100 ათას ლარზე მეტად და შესაბამისად, ინვესტორი თანხას გადაიხდის“,-განმარტა დედაქალაქის მერმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


