კომენტარი
თაბორის მთაზე თბილისელებისთვის განსაკუთრებულად დიდი მნიშვნელობის სარეკრეაციო სივრცე გაკეთდება - გიორგი ტყემალაძე
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ტყემალაძის შეფასებით, საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და გარემოს დაცვის გაერთიანებული კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა, რომლებსაც სხდომის შინაარსობრივ მხარესთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა.
გიორგი ტყემალაძის განმარტებით, ერთი საკითხი კვლევიდან გამომდინარე საპარკინგედ შერჩეულ ერთ-ერთ ლოკაციაზე მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობას და ამისათვის ზონალური ცვლილების მიღებას ეხებოდა.
„მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობისთვის უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღება ზონის ცვლილებასთან დაკავშირებით და სატრანსპორტო ზონა 1 შეიცვალოს სატრანსპორტო ზონა 2-ით“,- აცხადებს ტყემალაძე.
მისივე თქმით, მეორე საკითხი, თაბორის მთაზე განსაკუთრებულად დიდი მნიშვნელობის სარეკრეაციო სივრცეს ეხებოდა.
„თაბორის მთაზე კეთდება განსაკუთრებულად დიდი მნიშვნელობის საზოგადოებრივი სარეკრეაციო სივრცე და ამ ზონის მოსაწყობად მთლიანი ტერიტორიის 1 % ტერიტორიაზე უნდა მოხდეს ზონალური ცვლილება, იმისათვის რომ იქ საირიგაციო სისტემების მოსაწყობად დამხმარე ტექნიკური სათავსოების მოსაწყობად შენობა-ნაგებობები განთავსდეს“, - აცხადებს გიორგი ტყემალაძე, რომლის კომენტარსაც თბილისის საკრებულო ავრცელებს.
მისივე განმარტებით, სიმართლეს არ შეესაბამება ოპოზიციის ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თაბორის მთის ტერიტორია, აუქციონზე ერთ ლარად არის ნაყიდი.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


