კომენტარი
სულ უფრო მცირე დრო რჩება იმისთვის, რომ პარტიის ერთიანობა გადარჩეს-აკაკი ბობოხიძე
ნაციონალური მოძრაობის წევრის აკაკი ბობოხიძის განცხადებით,სულ უფრო მცირე დრო რჩება იმისთვის, რომ პარტიის ერთიანობა გადარჩეს.
ამის შესახებ ბობოხიძემ მედიას პარტიის ოფისში განუცხადა, სადაც პოლიტსაბჭოს სხდომა უნდა გაიმართოს.
მისი თქმით, ამ ერთიანობის გადარჩენა მხოლოდ ერთ ადამიანს, ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეუძლია.
„სამწუხაროდ, სულ უფრო მცირე დრო რჩება იმისთვის, რომ პარტიის ერთიანობა გადარჩეს და ამ ერთიანობის გადარჩენა, როგორც ჩანს, უკვე არის მხოლოდ ერთი კაცის შესაძლებლობაში. ეს არის ბატონი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და სწორედ მისი პასუხისმგებლობა იქნება და არავისი სხვისი, მოახერხებს თუ არა ნაციონალური მოძრაობა ერთიანობის შენარჩუნებას, იმიტომ, რომ მე უკვე ვეღარ ვხედავ ადამიანს ან ადამიანთა იმ ჯგუფს, მიხეილ სააკაშვილის გარდა, რომელიც შეძლებს პარტიის რღვევის შეჩერებას“,-აღნიშნა ბობოხიძემ.
დღეს, ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს სხდომა უნდა გაიმართოს, რომელზეც 20 იანვარის ყრილობის საორგანიზაციო საკითხები უნდა იყოს განხილული.
თუმცა, დღეს, პარტიის პოლიტსაბჭოს ნაწილმა, 27-მა წევრა, განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ისინი დღევანდელ სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
სხდომის ჩატარებისთვის, კი პოლიტსაბჭოს მინიმუმ ნახევარი, ანუ 30 კაცია საჭირო.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


