მსოფლიო
სტივენ ლანცომ კომპანია Johnson & Johnson-ს 117 მილიონ დოლარიანი სარჩელი მოუგო
სტივენ ლანცომ კომპანია Johnson & Johnson-ს 117 მილიონ დოლარიანი სარჩელი მოუგო.
სტივენ ლანცო ირწმუნებოდა, რომ ჯონსონის პროდუქტის საბავშვო ტალკი აზბესტს შეიცავს. დაბადებიდან მისი გამოყენებით კი, მეზოთელიომა განუვითარდა. ესაა იშვიათი ავთვისებიანი სიმსივნე, რომელსაც აზბესტის მტვრის შესუნთქვა იწვევს.
ლანცო ამტკიცებდა, რომ კომპანიამ ნედლეულის მოპოვებისას აზბესტით დაბინძურების შესახებ ჯერ კიდევ 1970-იანი წლებიდან იცოდა.
კომპანია Johnson & Johnson -ში ვერდიქტის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ და ამბობენ, რომ მათ პროდუქტებში აზბესტის შემცველობა არასდროს დაფიქსირებულა.
Johnson & Johnson -ის წინააღმდეგ 6 ათასამდე საქმე არსებობს, სადაც მოსარჩელეები ირწმუნებიან, რომ კომპანიის პროდუქცია საკვერცხეების სიმსივნეს იწვევს. ახლა ამ მოსარჩელეთა უფლებადამცველები აპირებენ სარჩელი აზბესტის შემცველობასთან დაკავშირებითაც შეიტანონ.
ცნობისთვის, კომპანია Johnson & Johnson-ის გაყიდვებმა მხოლოდ 2017 წელს 76.5 მილიარდი დოლარი შეადგინა.
აშშ-ის სიმსივნის კონტროლის საზოგადოების მონაცემებით, ყოველწლიურად მეზოთელიომით სამი ათასამდე ადამიანი ავადდება. საკვერცხეების კიბოს დიაგნოზი კი 22 ათასამდე ადამიანს უდგინდება.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


