კომენტარი
სრულიად საქართველოს ვულოცავ სამართლიანი არჩევნების ჩატარებას - ზაზა ხუციშვილი
„ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზაზა ხუციშვილის განცხადებით, ჩატარებული არჩევნები იყო დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნები.
როგორც ხუციშვილმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, იგი სრულიად საქართველოს სამართლიანად ჩატარებულ არჩევნებს ულოცავს.
მისი თქმით, დასავლეთმა 2016 წლის არჩევნები ძალიან მაღალი შეფასება მისცა.
„მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო სამართლიანი არჩევნების ჩატარება. არჩევნები ითვლება დემოკრატიულად და სამართლიანად. ძალიან ბევრ პოლიტიკურ პარტიას ჰქონდა შესაძლებლობა, როგორც მედიის, ისე შეხვედრების საშუალებით თავისი პროგრამა მიეტანა ამომრჩევლამდე. იყო რამდენიმე მცირე შემთხვევა, რომელმაც მთლიანობაში, საბოლოო შედეგებზე სერიოზული გავლენა ნამდვილად ვერ იქონია. მინდა, უღრმესი მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც თავისი მოვალეობა შეასრულა და არჩევნებზე მოვიდა. მიუხედავად იმისა, თუ ვის მისცა ხმა. ეს არის ძალიან სწორი პოზიცია და მომავალში ვისურვებდით, რომ არჩევნებზე უფრო მეტი აქტიურობა იყოს. აქვე, მინდა, ყველა გამარჯვებულ კანდიდატს მივულოცო გამარჯვება და ვიმედოვნებ, რომ ერთად ძალიან პროდუქტიული მუშაობა გვექნება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში", - განაცხადა ხუციშვილმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


