მსოფლიო
სროლა ცენტრალურ იტალიაში - პოლიციელთა ვარაუდით, თავდასხმელი უცხოელებს უმიზნებდა
ცენტრალურ იტალიაში, ქალაქ მაჩერატას სხვადასხვა ადგილას მანქანიდან ცეცხლის გახსნის შედეგად სულ მცირე 4 ადამიანი დაშავდა. ზოგი გამოცემა 6 დაზარალებულზე წერს.
ყველა დაზარალებული უცხოელი აღმოჩნდა. სამართალდამცველებმა აღნიშნეს, რომ თავდასხმელი სწორედ უცხოელებს უმიზნებდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაშავებულები იმიგრანტები არიან.
პოლიციის ინფორმაციით, ერთი პირია დაკავებული. ეჭვმიტანილი 28 წლის მამაკაცია. დაკავებისას მას იტალიის დროშა კისერზე ჰქონდა შემოხვეული და აყვანისას ფაშისტური ჟესტი გაკეთა.
პოლიციის თქმით, გასროლა შავი ალფა რომეოს მარკის მანქანიდან მოხდა.
ქალაქის მერმა მოსახლეობას შინ დარჩენისკენ მოუწოდა.
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


