კომენტარი
სქესსა და გენდერს შორის არავითარი განსხვავება არ არსებობს, თუმცა არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ, რომ განსხვავება წარმოაჩინონ, ჩვენ ვერავითარ ზღვარს ვერ გავავლებთ ამ ორ ცნებას შორის - ირაკლი კობახიძე
სქესი და გენდერი არის ერთი და იგივე რამ, ეს არის ჩვეულებრივად სინონიმები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთში, ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, როგორს სქესი არის ორი, გენდერიც არის ორი კონკრეტული NGO-ების მოსაზრებებისგან განსხვავებით.
„რაც შეეხება სქესს და გენდერს, არავითარი განსხვავება არ არსებობს ამ ორ ცნებას შორის, თუმცა არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ, რომ განსხვავება წარმოაჩინონ. ჩვენ ვერავითარ ზღვარს ვერ გავავლებთ ამ ორ ცნებას შორის. სქესი და გენდერი არის ერთი და იგივე რამ, ეს არის ჩვეულებრივად სინონიმები. როგორს სქესი არის ორი, გენდერიც არის ორი კონკრეტული NGO-ების მოსაზრებებისგან განსხვავებით.
რაც შეეხება NGO-ების ჩართულობის თემას, ესეც არის მნიშვნელოვანი საკითხი. თქვენ იცით, რომ იყო თავსმოხვეული მოვლენა, როდესაც ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილების მიღებაში პირდაპირ იყვნენ ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები. არასამთავრობო ორგანიზაციას იმიტომ ჰქვია არასამთავრობო ორგანიზაცია, რომ ის საზოგადოების გადმოსახედიდან აქტიურობს და არ არის ჩართული უშუალოდ გადაწყვეტილების მიღებაში ხელისუფლების მხრიდან. აქ იყო ჩვეულებრივად აღრეული ეს პროცესები და შესაბამისად, ჩვენ ვაწესრიგებთ ლოგიკიდან გამომდინარე ამ ურთიერთობებს. საზოგადოებრივი ორგანიზაცია უნდა დარჩეს საზოგადოებრივ ორგანიზაციად და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ სახელმწიფო ორგანოებმა. ეს არის უმარტივესი სამართლებრივი ლოგიკა, რომელსაც დაეფუძნა ამ კანონის მიღება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


