კომენტარი
სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა არის აპრობირებული პრაქტიკა: თენგიზ ფხალაძე პრეზიდენტის ინიციატივაზე
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე პრეზიდენტის ინიციატივას განმარტავს, რომელიც საქართველოს საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას ეხება.
როგორც ფხალაძემ მედიასთან საუბარში აღნიშნა, კონკრეტულ საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა აპრობირებული პრაქტიკაა, რომელიც არ აკნინებს არც ელჩის და არც საგარეო უწყების მუშაობას.
„ჩვენ შეიძლება, ვილაპარაკოთ, რა შეიძლება იყოს უფრო ეფექტური გზა. სპეციალური წარმომადგენელი არის აპრობირებული პრაქტიკა. როდესაც რაღაც საკითხი აქვთ განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში, ინიშნება თეთრი სახლის სპეციალური წარმომადგენელი. საუბარია ისეთ საკითხებზე, როგორიც არის თუნდაც ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობა, უკრაინის საკითხი, რომელზედაც დაინიშნა სულ ახლახანს სპეციალური წარმომადგენელი.
თუ გავიხსენებთ საქართველოს რეალობას, როდესაც ჩვენ გვქონდა ძალიან სერიოზული მოლაპარაკებები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, ბაქო-თბილისი-ერზერუმის პროექტებზე, არსებობდა კლინტონის ადმინისტრაციის წარმომადგენელი კასპიის ზღვის საკითხებში, რომელიც გვეხმარებოდა იმაში, რომ ეს ყველაფერი განხორციელებულიყო. ეს არ არის რაღაცა სიახლე, ეს არის აპრობირებული პრაქტიკა, რომელიც ძალიან კარგად იციან დიპლომატებმა, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტებმა. ეს არის ის, რაც ეხმარება სახელმწიფოს დასახული მიზნების მიღწევაში. ეს არავითარ შემთხვევაში არ აკნინებს არც ელჩს, არც საგარეო საქმეთა სამინისტროს, არც რომელიმე დღეს მოქმედ დიპლომატს, საუბარია დამატებითი მექანიზმის შექმნაზე, რომელიც მათ გაუადვილებს მუშაობას“,- განმარტა თენგიზ ფახალაძემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


