კომენტარი
სოსო ქუთათელაძის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები - გიორგი გახარია
გენერალ სოსო ქუთათელაძის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები, – განუცხადა ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.
მისი თქმით, გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ გიორგი ჭანტურია ერთ-ერთი უკანასკნელი იყო, რომელსაც სოსო ქუთათელაძესთან კავშირი ჰქონდა.
„მინდა გითხრათ, რომ გამოძიება ასრულებს თავის ფუნქციას. გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ ბატონი ჭანტურია იყო ერთ-ერთი უკანასკნელი, რომელსაც ბატონ ქუთათელაძესთან კავშირი ჰქონდა და ამიტომ გამოძიება გააგრძელებს თავისი ფუნქციის შერულებას ყველა სახით. ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელზეც ეჭვი არსებობს, შესაბამისი ქმედებები გატარდება“, – განაცხადა გახარიამ.
კითხვაზე, აქვს თუ არა მის მოადგილეს შემხებლობა საქმესთან, შს მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი პირველი მოადგილე არის სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელი და პირდაპირ ასრულებდა თავის ფუნქციას.
„ჩემი პირველი მოადგილე გახლავთ სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელი, ის პირდაპირ ასრულებდა თავის ფუნქციას და გააგრძელებს ამ ფუნქციების შესრულებას. არანაირ გადამეტებას იქ ადგილი არ ჰქონია. თუ თავდასხმის ტაქტიკა არის საუკეთესო თავდაცვა და ეს იქნება არჩეული, ამას ჩვენზე არანაირი ზემოქმედება არ ექნება. ჩვენი ამოცანა არის ეს საქმე იყოს გახსნილი და ამას მივიყვანთ ბოლომდე“, – განაცხადა გახარიამ.
ცნობისათვის, სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურიას ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, გიორგი ჭანტურიას აიძულებდნენ, ეღიარებინა დანაშაული და ეთქვა, რომ მკვლელობა მან ჩაიდინა. მისი თქმით, დანაშაულის აღიარების მოთხოვნით, ჭანტურიაზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას შს მინისტრის პირველი მოადგილე ახდენდა.
გიორგი ჭანტურია ბრალის წარდგენის გარეშე 18 იანვარს გათავისუფლდა. რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო ქუთათელაძე რუსთავში მოკლული 15 იანვარს იპოვეს.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


