კომენტარი
სოსო ოხანაშვილი მრავალ ვერსიას განიხილავდა, რომ მოეშორებინა შორენა თეთრუაშვილი და პატრიარქიც გაეტეხა წელში - ირაკლი მამალაძე
სოსო ოხანაშვილი მრავალს ვერსიას და მრავალ თემას განიხილავდა, რომ მოეშორებინა შორენა თეთრუაშვილი და ასევე, პატრიარქიც გაეტეხა წელში როგორმე, - განაცხადა ტელეკომპანია ,,იბერიას“ გადაცემაში ,,ახალი ამბები არჩილ გამზარდიასთან ერთად“ ჩართვისას ე.წ. ციანიდის საქმის მთავარმა მოწმემ, ირაკლი მამალაძემ.
,,სად გაიქცა სოსო ოხანაშვილი? სად გაიქცა როგორც ქვეყნის მოღალატე, პატრიარქის მოღალატე, საპატრიარქოს მოღალატე?
თუ ამას ვერ ამბობენ მღვდელმთავრები, მე ვიტყვი, რომ სოსო ოხანაშვილს ბოლო პერიოდში, როცა მე ვხვდებოდი, ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ მას სძულდა პატრიარქი. ის პირდაპირ ამბობდა, თუ ის ამას არ გააკეთებს, მე ამას და ამას გავაკეთებო. ასე, ასეთ ტონალობაში საუბრობდა დაცვის უფროსი. ამ ადამიანს საერთოდ არ ჰქონდა მგონი, გათვიცნობიერებული ვის იცავდა. ის მხოლოდ ჩვეულებრივი მრევლისგან იცავდა პატრიარქს, იმ მრევლისაგნ, ვისაც დღესაც შეუძლია პატრიარქის გულისთვის თავი გასწიროს.
სოსო ოხანაშვილი მრავალს ვერსიას და მრავალ თემას განიხილავდა, რომ მოეშორებინა შორენა თეთრუაშვილი და ასევე, პატრიარქიც გაეტეხა წელში როგორმე. ამის ნათელი მაგალითი იყო პალატის თემა, როცა მას უნდოდა პალატის გაკეთება და ეს მან დაადასტურა. დეკემბერში პატრიარქს უკეთებდნენ მისი საძინებლის გვერდით ე.წ. ემერჯენსს, სადაც იქნებოდა მართვითი სუნთქვის აპარატი, სხვადასხვა სამედიცინო მოწყობილობა. თქვენ წარმოიდგინეთ, ადამიანი, რომელსაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემა და უყურებს, რომ გვერდით მას უკეთებენ რეანიმაციულ ევაკუაციის ოთახს“, - განაცხადა ირაკლი მამალაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


